წმიდა მაკედონიუსი - კონსტანტინოპოლის პატრიარქი
ხსენება 25 აპრილს (ახალი სტილით: 8 მაისს)
წმიდა მაკედონიუსი, კონსტანტინეპოლის პატრიარქი ( 516) 496-511 წლებში მართავდა კონსტანტინეპოლის სამწყსოს. ევტიქის ერესის წინააღმდეგ გამოსვლისათვის იმპერატორმა ანასტასი I-მა (491-518) წმიდანი პაფლაგონიაში გადაასახლა, სადაც 516 წელს გარდაიცვალა. მისი ცხედარი დასაფლავებულია კონსტანტინეპოლში, წმიდა კალინიკეს ეკლესიაში. წესის აგებისას გარდაცვლილმა მღვდელმთავარმა პირჯვარი გადაისახა.