ღირსი პოლუბიოსი - რინოკირელი ეპისკოპოსი

ხსენება 12 მაისს (ახალი სტილით: 25 მაისს)
წმიდა პოლუბიოს რიონოკიელი ეპისკოპოსი (V) წმიდა ეპიფანე კვიპრელის მოწაფე იყო, დაყვებოდა მას მოგზაურობებში და იწერდა მასწავლებლის ცხოვრებას და სასწაულებს.
წმიდა პოლუბიოსი თან ახლდა კონსტანტინეპოლს განრიდებულ წმიდა ეპიფანეს, რომელმაც არ ისურვა მონაწილეობა მიეღო წმიდა იოანე ოქროპირის წინააღმდეგ მოწყობილ კრებაში. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე წმიდა ეპიფანემ პოლუბიოსს უთხრა: "წადი ეგვიპტეში, მე კი სიკვდილის შემდეგაც ვიზრუნებ შენზე". წმიდა პოლუბიოსმა მორჩილად აღასრულა მოძღვრის ანდერძი და მის დასაფლავებამდე წავიდა ეგვიპტეში, სადაც რინოკირის ეპისკოპოსად აირჩიეს. ღვთივსათნო მოღვაწეობისათვის წმიდანი სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მისი ლოცვით უფალმა გვალვის დროს წვიმა წარმოავლინა ზეცით და მოსავალი გაამრავლა. წმიდა პოლუბიოსი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულეობაში.

0