ღირსი სერაპიონ სინდონიტი ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე შეუდგა ბერმონაზვნულ ღვაწლს. მან ნებსით

ღირსი სერაპიონ სინდონიტი

ხსენება 14 მაისს (ახალი სტილით: 27 მაისს)
ღირსი სერაპიონ სინდონიტი ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე შეუდგა ბერმონაზვნულ ღვაწლს. მან ნებსით იტვირთა სიგლახაკე ქრისტესთვის - თავშესაფარიც კი არ გააჩნდა. მთელ მის ქონებას წარმოადგენდა ერთი სელის სამოსი - სინდონი (ალბათ, ამიტომაც უწოდეს მას სინდონიტი) და სახარება. ღირსი სერაპიონი მოყვასისადმი უსაზღვრო სიყვარულით გამოირჩეოდა. ყველაფერს, რასაც კეთილი ადამიანები ჩუქნიდნენ, გლახაკებს ურიგებდა. ერთხელ წმინდანმა სიცივისაგან აკანკალებულ მათხოვარს საკუთარი ტანსაცმელი აჩუქა; როცა ერთი კეთილმსახური მოქალაქე მანი-ქეველობის ერესით ცდუნდა, ღირსმა სერაპიონმა მისი სულის წარწყმედისაგან დასახსნელად პირად თავისუფლებაზეც კი უარი თქვა, მონად მიეყიდა ამ კაცს და გონებრივი შეგონებებით მიაღწია მისი ბატონის მართლსარწმუნოებაზე მოქცევას. უფლის რჩეული V-ე საუკუნის დასაწყისში მიიცვალა.
0