მღვდელმოწამე პატრიკიოსი - პრუსელი ეპისკოპოსი და მასთან ერთად სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრე და
მღვდელმოწამე პატრიკიოსი - პრუსელი ეპისკოპოსი და მასთან ერთად სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრე და პოლიენოსი
ხსენება 19 მაისს (ახალი სტილით: 1 ივნისს)
მღვდელმოწამე პატრიკიოსი, პრუსელი ეპისკოპოსი და მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრე და პოლიენოსი. წმიდა პატრიკიოსი იყო ბითვინიის ქალაქ პრუსის ეპისკოპოსი. მღვდელმთავარი სამ მღვდელთან: აკაკისთან, მენანდრესა და პოლიენოსთან ერთად შეიპყრეს და ქალაქის მთავარს, იულიუსს წარუდგინეს. მთავარი სამკურნალოდ მიდიოდა და ბრძანა, ბორკილდადებული ეპისკოპოსი და მღვდლებიც ეახლებინათ მისთვის. სამკურნალო წყლებში განბანვის შემდეგ იულიუსმა მსხვერპლი შესწირა კერპებს და წმიდა პატრიკიოსს და სხვა პყრობილებსაც იგივე უბრძანა.წმიდა პატრიკიოსმა უპასუხა: "მე ქრისტიანი ვარ და ვემორჩილები ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა და ეს ცხელი წყლებიც საკურნებელად კაცთა". იულიუსის ბრძანებით წმიდა პატრიკიოსი ცხელ წყალში ჩააგდეს. მღვდელმთავარი მხურვალედ ევედრებოდა უფალს: "უფალო იესო ქრისტე, შემეწიე მონასა შენსა". ღვთის განგებულებით, წმიდანი უვნებლად იქნა დაცული. განრისხებულმა იულიუსმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტიანებისთვის. მოწამენი აღესრულნენ 100 წელს.