მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსი
ხსენება 28 მაისს (ახალი სტილით: 10 ივნისს)
მღვდელმოწამე ელადი ეპისკოპოსი (VI-VII) ქრისტეს აღსარებისათვის ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად იქნა დაცული. შემდეგ მას სასტიკი ცემით ამოხადეს სული. წმიდანისადმი მიძღვნილ კანონში ნათქვამია, რომ საპყრობილეში მას გამოეცხადა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და წყლულებისაგან განკურნა. სხვა ცნობით, წმიდა ელადი აწამეს სპარსელებმა რომის იმპერიაზე თავდასხმის დროს 539 ან 615 წელს.