ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვათა მიტევება, შენდობა, გამონათქვამები
შევიმოსოთ გულმოწყალება, შემწყნარებლობა, სიტკბოება, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება; მივუტევოთ და ჩვენი თავი მივმადლოთ ურთიერთს...
როდესაც უფალს იპოვი, ყველაფერი შეიცვლება შენში, სხვა თვალით შეხედავ მწუხარებასა და განსაცდელს, დაინახავ მოყვასის გასაჭირს, იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდი... ყველას მიენდობი, ყველას შეუნდობ, ყველას შეიყვარებ.
ადამიანური სულგრძელება ღვთის სულგრძელებას უნდა ემსგავსებოდეს, რომელიც ჩვენს ცოდვებს არა თუ ითმენს, არამედ გვპატიობს კიდევაც, თუ მოვინანიებთ.
თუ ვაპატიებთ მოყვასს შეცდომებს, ნუ ვიფიქრებთ, რომ კეთილნი ვართ მისდამი. სიკეთეს ჩვენ საკუთარ თავს ვუკეთებთ მხოლოდ.