სიძულვილი - ციტატები, გამონათქვამები
სიძულვილი - ციტატები, გამონათქვამები სიძულვილი, გამონათქვამები, ციტატები
ბოროტი კაცი როგორ შევიყვაროთ? ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის, ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვითა და სინანულით განიწმიდოს და ანგელოზის მსგავსი გახდეს... იხილეთ სრულად
ჩვენი რწმენა მოითხოვს, რომ ცოდვა მოვიძულოთ და ვებრძოლოთ მას, ხოლო ადამიანი გავაფრთხილოთ და დავიცვათ.
წმ. იოვანე ოქროპირი წერს, რომ სიყვარული მსასოებელია, სჯერა და ითმენს, ხოლო წმ. ეფრემ ასური შეგვაგონებს: "ნეტარია ადამიანი, რომელშიც ღვთის სიყვარული სუფევს, რადგან იგი ღმერთშემოსილია. ვისშიც სიყვარულია, ის თავის თავს არავისზე მაღლა... იხილეთ სრულად
როცა ხედავ სიძულვილისა და ზიზღის უკუნი სიბნელე როგორ ცდილობს შეაღწიოს ადამიანის გულსა და გონებაში, ერთი იმედიღა რჩება - ღმერთი, გამაერთიანებელი და დამამშვიდებელი მადლი უფლისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მხოლოდ მ... იხილეთ სრულად
ბოროტთა სიბოროტე უნდა გვძულდეს, მაგრამ ქმნილება ღვთისა უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. უცოდველი არავინ არის, დაცემის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია, სურვილი გვქონდეს გამოსწორებისა, ღვთის გზით სვლისა.
მოძმის მხილებას კი სიყვარული უნდა ედოს საფუძვლად, თორემ იგი მოყვასისადმი სიძულვილსა და მტრობაში გადაიზრდება და უფრო დიდი ბოროტების სათავედ იქცევა.
აი, რას ბრძანებს წმიდა თალასი: "ვითარცა ჭაობსა შინა არა იპოვების ნელსაცხებელი, ეგრეთვე არცა სულსა შინა ძვირისმოჴსენისასა, სუნნელებაჲ სიყვარულისაჲ. სიკუდილი სულისაჲ არს სიძულვილი მოყვასისაჲ და ესე აქუს და ამას იქმს ძჳრისმეტყველი... იხილეთ სრულად