სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
შენი ძმების მიმართ სიყვარული იქონიე, შვილო. მოერიდე კამათს, რომელიც მანუგეშებელ მადლს განგაშორებს და მას სიმწრითა და სიძულვილით ცვლის. სიყვარულით ადიდე ღმერთი. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით უ... იხილეთ სრულად
შეიყვარე ძმები. შენი სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როცა მათ სისუსტეებს არაფრად ჩათვლი და მაინც გეყვარება ისინი. სიყვარული ყველა ცოდვისგან დაგიფარავს.
შეიყვარე ძმა ისე, როგორც იესოს უყვარხარ და როგორც გსურს, რომ სხვებს უყვარდე.
შვილო, ყველა უნდა გვიყვარდეს, თუნდაც მათ არ ვუყვარდეთ. ეს მათი საქმეა.
შენც ასე მოიქეცი, შვილო, რადგან ამ დროს ეშმაკები ძრწიან, შორს გარბიან და აღარ გეკარებიან. ყველაზე მეტად ის აშინებთ, როცა სიმდაბლეს, მორჩილებას და ყველას მიმართ სიყვარულს ხედავენ.