ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები ღვთის შიში, გამონათქვამები, ციტატები
ვიღაც ამბობდა საკუთარი თავის შესახებ: მე მეშინია ღმერთის და კიდევ მეშინია ისეთი ადამიანის, რომელსაც ღმერთის არ ეშინია.
თუ ღვთის შიში არ გექნება და მხოლოდ ადამიანებისადმი შიშითა და ანგარიშის გაწევით იცხოვრებ, შეიძლება, მხოლოდ სხვების თვალში იყო კეთილი, სინამდვილეში კი სულაც არ იქნები ასეთი
სადაც ღვთის შიშია, იქ სათნოებისაკენ აღსვლაა, ხოლო სადაც დაუდევრობა და უშიშარობაა, იქ უსჯულოებისაკენ მიქცევაა.
ღვთის წინაშე შიში არის სათავე და ფესვი ადამიანური კეთილზნეობისა; არა ის შიში, რომელიც გულიდან შიშის საგნისადმი სიყვარულს დევნის, არამედ შიში იმისა, რომ არ შეურაცხყო სიყვარულით აღსავსე უფალი - მისი მცნებების დარღვევით.
როგორც ლამპარი, რომელიც ბნელ ოთახშია დადგმული, ანათებს მას, ასევე ღვთის შიში, როცა ადამიანის გულში სახლდება, ანათებს მას და ასწავლის ყველა სათნოებასა და ღვთის მცნებას.
ღვთის შიშთან შერწყმული წმინდა უბრალოება სამოთხის ნეტარებას განგვაცდევინებს, იმ ნეტარებას, რაც პირველ ადამიანებს ჰქონდათ დაცემამდე
ამქვეყნად ყველაზე ძვირფასია იცნობდე ღმერთს და შეიმეცნო, თუნდაც ნაწილობრივ, მისი ნება. სული, რომელმაც შეიმეცნა ღმერთი მთლიანად, უნდა მიეცეს ღვთის ნებას და იცხოვროს მის წინაშე შიშში და სიყვარულში. სიყვარულში იმიტომ, რომ უფალი არის ს... იხილეთ სრულად
წყალი თავისი ბუნებით რბილია, ქვა კი - მაგარი. მაგრამ თუ ქვის თავზე მილია მოთავსებული, საიდანაც წვეთ-წვეთობით ჩამოდის წყალი, ნელ-ნელა იგი ქვასაც კი გახვრეტს და მასში ჩავა, ასევე ღვთის სიტყვა რბილია, ჩვენი გული კი უხეში. მაგრამ თუ ა... იხილეთ სრულად
ღვთის შიში უნდა გვქონდეს, მაგრამ ისეთი, რომელიც იმედს არ თრგუნავს; აუცილებელია სულში იმედი ვისაზრდოოთ, ოღონდ ისეთი, რომელიც ღვთის შიშს არ გამორიცხავს