წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ჩვენს წინაპრებს რომ მრავალი ჭირისა და განსაცდელის მიუხედავად არ დაეცვათ მართლმადიდებლური სარწმუნოება, დღეს ქვეყანაზე აღარც ჩვენი ენა იქნებოდა და აღარც ჩვენი სახელი
ქრისტიანები ზიარებისათვის როგორც შინ ლოცვით, ასევე ეკლესიური წირვა-ლოცვის მოსმენითაც ემზადებიან. მართალია, წირვა-ლოცვებს ეკლესიაში ზიარების ბევრი მსურველი ისმენს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად, ისინი კი იმიტომ იკითხება, რომ ქრისტიანის ... იხილეთ სრულად
როცა მარხვისაგნ ხორცი ცოტაოდენ მოუძლურდება, მაშინ სული თავისუფლდება და თავის შემოქმედისადმი მიილტვის.
სარწმუნოება ჩვენი, ვისაც აქვს ჭეშმარიტი და ცხოველი სარწმუნოება, გამოაჩენს უმეტესსა ღირსებასა და სათნოებასა კაცისასა, ვიდრე სარწმუნოება მათი, რომელნი ხედვიდენ მაცხოვარსა.
მარხვასთან შეერთებული გულწრფელი ლოცვა ყოველივე იმას გააღვიძებს და გააცოცხლებს, რაც კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი და ღვთაებრივია, ხოლო ყოველივე ბოროტ სურვილსა და მიდრეკილებას დათრგუნავს და მოსპობს
მარხვა სასარგებლო და მადლმოსილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ იგი გულში მწუხარებას, გლოვას, თავმდაბლობას გვაგრძნობინებს ჩადენილი ცოდვების გამო.
მარხვა დედაა სიწმიდისა, ცოდვათა მამხილებელი და გამატყუებელი, ძლიერი შემწე სინანულისა და მოქალაქობა ანგელოზებრივი. ჭეშამრიტი მარხვა არამარტო ხორციელი, არამედ სულიერი საქმეცაა. წმიდა დიდი ბასილი გავსწავლის: კაცნი, რომელიც მოიკლებენ ... იხილეთ სრულად
ვისაც არ შეუძლია თავის თავს რაიმე აუკრძალოს, თავი შეიკავოს ჭამისა და სმისაგან, იგი თავისი თავის უფალი ვერ იქნება; იგი ვერ შეძლებს წინ აღუდგეს თავისი გულის რომელიმე სურვილს, ან რომელიმე ცოდვილ მიდრეკილებას