როგორ აფასებს ღმერთი ჩვენს საქმეებსა და ღვაწლს?
ჩვენს ხორციელ კეთილ საქმეებს როდის აქვს ძალა ღვთის წინაშე?
როგორ უნდა ვყვედრიდეთ თავს კეთილ საქმეებში?
ცხონებისათვის რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა განსჯას?
როგორ ამოვიცნოთ კეთდება თუ არა კეთილი საქმე ღვთის ნებით?
ურწმუნო ადამიანი როდესაც სიკეთეს აკეთებს, ფიქრობს, რომ მხოლოდ იგია მადლიერების ღირსი და მას ეკუთვნის სათანადო დაფასება. იგი ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი ქველმოქმედება პირადად მისთვის ახალი დიდი ცოდვის მიზეზი ხდება, რადგან ქება ამპარ...
იხილეთ სრულად
ურწმუნო ადამიანი როდესაც სიკეთეს აკეთებს, ფიქრობს, რომ მხოლოდ იგია მადლიერების ღირსი და მას ეკუთვნის სათანადო დაფასება. იგი ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი ქველმოქმედება პირადად მისთვის ახალი დიდი ცოდვის მიზეზი ხდება, რადგან ქება ამპარტავნებას უძლიერებს და მის სულს კიდევ უფრო აზიანებს.ხოლო, როდესაც მორწმუნე აღასრულებს სიკეთეს, ამას უფლის სახელით იქმს და ამასთან, მადლობს შემოქმედს, რომ საშუალება მისცა სხვისთვის სიხარულის მინიჭებისა; ხარობს გაცემით, თუმ...
link
ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა კარგი... ასე იქცეოდა, მაგალითად, ციცერონი. იგი წერს: "ყოველდღიურად ჩემს თავს ვევლ...
იხილეთ სრულად
ბრძენი ადამიანი ძილის წინ ყოველთვის აანალიზებს განვლილ დღეს; ფიქრობს, რომელი უარყოფითი თვისება ან მავნე ჩვევა დაძლია, რა გააკეთა ცუდი, რა გააკეთა კარგი...ასე იქცეოდა, მაგალითად, ციცერონი. იგი წერს: "ყოველდღიურად ჩემს თავს ვევლინები ბრალმდებელად და მოსამართლედ. როცა სანთელი ჩაიწვება, მივეცემი ხოლმე მთელი ჩემი დღის განსჯას, გამოწვლილვით განვიხილავ თითოეულ სიტყვასა და მოქმედებას, არაფერს არ ვმალავ, არაფერს არ ვპატიობ საკუთარ თავს".ამის მისაღწევად აუ...
link
შემთხვევითი არ არის, რომ კეთილსაქმეთა ჩამოთვლისას, მოციქულმა პავლემ პირველ ადგილზე მოწყალება დააყენა. სწორედ მოწყალება აკლდა ყველაზე მეტად ძველ მსოფლიოს. გავიდა 2000 წელი და თანამედროვე ადამიანსაც კვლავ მოწყალება აკლია ყველაზე მეტ...
იხილეთ სრულად
შემთხვევითი არ არის, რომ კეთილსაქმეთა ჩამოთვლისას, მოციქულმა პავლემ პირველ ადგილზე მოწყალება დააყენა. სწორედ მოწყალება აკლდა ყველაზე მეტად ძველ მსოფლიოს. გავიდა 2000 წელი და თანამედროვე ადამიანსაც კვლავ მოწყალება აკლია ყველაზე მეტად. აქედან გამომდინარე, არ არის ჩვენში უმთავრესი სიკეთეც - სიყვარული. სიყვარულის ნაკლებობა ისე მძაფრად არასოდეს უგრძვნია ადამიანს, როგორც დღეს. ეს შედეგია ურწმუნოებისა.
link
მაცხოვნებელ რწმენას მოკლებული კაცი წუთისოფლის პატივსა და დიდებას ესწრაფვის, ჭეშმარიტი ქრისტიანი კი - ქველის საქმეებით სიმდიდრეს.
უპირველეს ყოვლისა, საკეთებელია სულიერი საქმეები და შემდეგ მიწიერი, რომელიც მხოლოდ დამხმარე საშუალებაა გადარჩენისთვის.