კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
რწმენა მხოლოდ ღვთის არსებობაში დარწმუნებას კი არ ნიშნავს, არამედ უპირველესად ცხოვრებას ღმერთში და მისი წყალობის სასოებას გულისხმობს. იგია ერთგულება და მორჩილება ღვთის ნებისადმი. "რწმენა, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი, - დედაა ყოველი... იხილეთ სრულად
პავლე მოციქული სრულყოფილების კიბის მეხუთე საფეხურზე სიკეთეს აყენებს. სიკეთე სულიერი სიმდიდრის სათავიდან მომდინარეობს და კრძალულებით არის შემკული.
იმას, რის გაკეთებასაც შენ დღეს მოასწრებ, ნუ გადადებ ხვალისთვის. ის დღე დაკარგულად ჩათვალე, როცა ვერ შეძლებ სიკეთის ქმნას; და თუ გსურს, იყო ბედნიერი, გახსოვდეს, უანგარო კეთილ საქმეთა გარეშე მას ვერ მოიპოვებ. ეს სწავლება ხომ ჭეშმ... იხილეთ სრულად
პავლე მოციქული იმასაც ბრძანებს, რომ თუ სიყვარული არა გვაქვს, ფუჭია ქველმოქმედებაც, სასწაულთმოქმედების უნარიც, მოსაგრეობაც, თვით მოწამეობრივი აღსასრულიც კი, რადგან უსიყვარულოდ ყველა სიკეთე უქმ იქნების.



უპირველეს მდიდარს, ისევე როგორც უკანასკნელ გლახაკს, მარადისობაში მხოლოდ მისი საქმეები გაჰყვება, კეთილი ანდა ბოროტი.