ღვთის განკაცება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის განკაცება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის განკაცება, გამონათქვამები, ციტატები
უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოვიდა სოფლად მისთვის, რათა მოიძიოს, მოაქციოს და აცხოვნოს კაცი ცოდვილი და წარწყმედული.
მოწყალე სამარიტელი (შდრ. ლუკა 10. 30) ნიშნავს თვით უფალსა ჩვენსა და მაცხოვარსა. ხოლო კაცი იგი დაჭრილი და გზასა ზედა მიგდებული ნიშნავს მრთელსა კაცობრივსა ნათესავსა. მდგომარეობა კაცობრივისა ნათესავისა, უწინარეს მაცხოვრის სოფლად მოსვ... იხილეთ სრულად
14. ვინც ოდესღაც ბრმა იყო, თვალი აახილა მან და დაინახა რა უფალი, აღიარა იგი არათუ კვლავაც დავითის ძედ, არამედ – ღვთის ძედ, და თაყვანი სცა მას(ინ.9.38).
ხორცი შეისხა ჩვენმა ტკბილმა ქრისტემ, რათა ვიგემოთ და დავტკბეთ ნეტარი ნათესაობით. გავხდეთ ჩვენი ქრისტეს ძმები და მისი ყოვლადწმინდა დედის შვილები. და ბოლოს და ბოლოს ყველაფერში ვიყოთ უფლის მობაძავნი და მადლის მიერ ზეციური მამის ძენი