სულის ცხოვნებისათვის არ არის საკმაო ის, როდესაც კაცი მხოლოდ ცუდსა საქმესა ერიდება და კეთილი საქმის ქმნას არ ჰცდილობს, არამედ ისიც საჭირო არის, რომ კეთილი საქმე რაიმე აღასრულოს კაცმა. სჩანს, რომელ ისიც დიდი სულის წარმწყედელი ცოდვა ...
იხილეთ სრულად
სულის ცხოვნებისათვის არ არის საკმაო ის, როდესაც კაცი მხოლოდ ცუდსა საქმესა ერიდება და კეთილი საქმის ქმნას არ ჰცდილობს, არამედ ისიც საჭირო არის, რომ კეთილი საქმე რაიმე აღასრულოს კაცმა. სჩანს, რომელ ისიც დიდი სულის წარმწყედელი ცოდვა არის, როდესაც კაცს შეუძლია კეთილი საქმის ქმნა და იგი კი უქმად და უსარგებლოდ ატარებს ცხოვრებასა თვისსა.
ვისწავლოთ ჩვენცა, ძმანო და მივეჩვიოთ, რათა ყოველნი ჩვენნი სიტყვანი და საქმენი წარმომდინარეობდნენ კეთილისა წყაროისაგან, რათა ჩვენსა სიტყვათა და საქმეთა შორის იყოს კეთილი კავშირი და თანხმობა და რათა ყოველთა კეთილთა საქმეთა ჩვენ ვიქმ...
იხილეთ სრულად
ვისწავლოთ ჩვენცა, ძმანო და მივეჩვიოთ, რათა ყოველნი ჩვენნი სიტყვანი და საქმენი წარმომდინარეობდნენ კეთილისა წყაროისაგან, რათა ჩვენსა სიტყვათა და საქმეთა შორის იყოს კეთილი კავშირი და თანხმობა და რათა ყოველთა კეთილთა საქმეთა ჩვენ ვიქმოდეთ მოყვასთა ჩვენთა შორის არა თავისა ჩვენისა სადიდებელად, არამედ მოყვასთა ჩვენთა აღსაშენებლად და სანუგეშოდ.