საკუთარი თავის სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
საკუთარი თავის სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები საკუთარი თავის სიყვარული, გამონათქვამები
თუ ყურადღებით მოვეკიდებით, არის ერთი მეთოდი, რომლის წყალობითაც იშვიათად დაგვისხლტება ვნება შეუმჩნევლად. კერძოდ, გამოსაკვლევია, ჩვენი აზრები და გრძნობები საით გვიბიძგებენ - ღვთის სათნოყოფისაკენ თუ თავისმაამებლობისაკენ. ეს სრულიად ა... იხილეთ სრულად
ხშირად ჭეშმარიტების სიყვარულის გზაზე საკუთარი თავის სიყვარული წინააღმდეგობად იქცევა; და მაშინ ხდება ის, რაზეც პავლე მოციქული გვაფრთხილებდა: ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტების სიყვარულს არ მიიღებენ და მისი სახელით თავმოყვარეობას არ ... იხილეთ სრულად
ნუ იქნები თავისმოყვარე და ღვთისმოყვარე იქნები; ნუ იქნები საკუთარი თავისთვის გამორჩენის მოსურნე და ძმისმოყვარე იქნები.
ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს მაშინ, როდესაც ბედი სწყალობს, მას უბედურებაში მეგობრები არ ჰყავს.
ვინც მარტო თავისი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ გამორჩენას დაეძებს, ის ბედნიერი ვერ იქნება. ჩვენ ჭეშმარიტად მაშინ ვცხოვრობთ საკუთარი თავისთვის, როდესაც სხვებისთვის ვცხოვრობთ.
ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, საკუთარ თავზე ზრუნავს და ფიქრობს: ოღონდ თვითონ იყოს კარგად და სხვებმა, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, - ასეთი ჩვენი ყველაზე საშიში მტერია.
საკუთარი თავის სიყვარულის გამო მოყვასის მიმართ სიძულვილი არ უნდა გვქონდეს.