ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები ღვთის შიში, გამონათქვამები, ციტატები
ლამპარი გვიცავს, რამეს ფეხი რომ არ წამოვკრათ და არ წავიქცეთ, ასევე გვიხსნის უფლის შიში ცოდვისგან წარმოქმნილი დაბრკოლებებისგან და მიგვიძღვის ჩვენი დანიშნულებისკენ – ვიპოვოთ ღმერთი.
როგორც ლამპარი გვინათებს სავალ გზას, ასევე ღვთის შიშიც სულიერ ნათელს გვფენს, რომ დავინახოთ, თუ როგორ ვიაროთ ჩვენი ხსნის გზაზე.
ღვთის შიში მეთაურისა და კაპიტნის მსგავსად სინანულის გემზე აგვიყვანს, გადავცურავთ ამ ცხოვრების „ბინძურ“ ზღვას და ღვთაებრივი სიყვარულის ღვთაებრივ ნავსაყუდელში შეგვიძღვება.
უფლის სიყვარულის ღვთაებრივ ნავსაყუდელს რომ მივაღწიოთ, ჯერ შიში გვმართებს ღვთისა, რომელიც სჯის ცოდვისა და სჯულის გარდასვლისთვის.
ღვთის შიში არის ის, როცა გეშინია, რომ ღვთის კეთილგანწყობა არ დაიკარგოს შენს მიმართ
სირთულეები გვექნება, ისევე როგორც განსაცდელები და ბევრი სხვა რამ, მაგრამ ამ ყველაფერს ლოცვითა და ღვთის შიშით გავუმკლავდებით.