კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
სანთელი წვას განაგრძობს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა იქ ადამიანები; ასევე მორწმუნენი გამუდმებით უნდა აღასრულებდნენ სიკეთეს და არ უნდა ფიქრობდნენ იმის შესახებ, უცქერს თუ არა ვინმე მათ საქმეს.
ეცადე, ისე იცხოვრო, რომ სხვებისთვის მაგალითი იყო, მაგრამ შენი მხრიდან ნუ შეეცდები, გამოაჩინო შენი კეთილი საქმეები და მითუმეტეს, მხოლოდ ადამიანთა თვალწინ ნუ აღასრულებ მას - ეს ნუ იქნება შენი მიზანი სიკეთის ქმნისას.
ყოველთვის სიკეთე აკეთე, რათა ეშმაკს მუდამ დაკავებული დახვდე. სიკეთე ან აკეთე, ან თქვი, ან ჩაიფიქრე.
სულიერი ცხოვრება ისეთია, რომ თუ წინ არ მივიწევთ, აუცილებლად უკან ვბრუნდებით; თუ სიკეთისათვის სიფხიზლეს შევწყვეტთ, კეთილის ქმნისათვის ძალა აღარ გვექნება; რამდენადაც უფლისათვის არ ვცხოვრობთ, იმდენად ვცხოვრობთ ცოდვისათვის; და რაც მეტ... იხილეთ სრულად
თუ ჩვენს ძალებს კეთილ საქმეებში არ ვავარჯიშებთ, უცილობლად გადავიქცევით რაღაც ცუდად და მანკიერად; ისევე, როგორც მდინარეში ან დინების საწინააღმდეგოდ მივცურავთ, ან - მივდევთ მას.
თითოეულმა შეძლებისდაგვარად სიკეთე აკეთოს და ნათლის საქმეებით გაბრწყინდეს, თუ დიდი მნათობების მსგავსად ვერა - მცირე ვარსკვლავებად მაინც.
არ არის საჭირო, სიმძიმეთა გაზვიადებით გამოკვებო სიზარმაცე და სულმოკლეობა. მცირე ქვები ერთმანეთს ემატება და უზარმაზარ ტაძარს ქმნიან; ამის მსგავსად აღაშენე საკუთარი სული, რამდენადაც შესაძლებელია, განუწყვეტლივ. გაძლიერებული მადლიანი ... იხილეთ სრულად
ბოროტების არქმნა ღვივსათნო ცხოვრების დაწყების მხოლოდ პირველი საფეხურია, არა უმეტეს იმისა, რომ მხოლოდ ასვლაა მანკიერი ცხოვრებიდან სათნოებისკენ. საკუთარი სულის ცხონებისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბოროტებისგან განშორება, საჭიროა ა... იხილეთ სრულად