საკუთარი თავის სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
საკუთარი თავის სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები საკუთარი თავის სიყვარული, გამონათქვამები
ვისაც მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, საკუთარ თავზე ზრუნავს და ფიქრობს: ოღონდ თვითონ იყოს კარგად და სხვებმა, როგორც უნდათ, ისე იცხოვრონ, - ასეთი ჩვენი ყველაზე საშიში მტერია.
საკუთარი თავის სიყვარულის გამო მოყვასის მიმართ სიძულვილი არ უნდა გვქონდეს.
ღვთის, სიცოცხლის წყაროსა და სიკეთის საწყისთან გაუცხოვების გამო გაუხეშებული სული ამაოდ იმედოვნებს, რომ ვითარდება, მაღლდება, იზრდება და წინ მიდის: მასში კი მხოლოდ თავმოყვარეობის სული იზრდება, იგი მხოლოდ ამპარტავნებით მაღლდება, მხოლო... იხილეთ სრულად
საკუთარი თავისადმი სიყვარული მსხვეროლად იწირავს მოყვასისადმი სიყვარულს. საკუთარი თავისა და მოყვასის სიყვარული კი მსხვერპლად ღვთისადმი სიყვარულს შეიწირავს.
საკუთარი თავი უნდა გვიყვარდეს უფლისათვის და ნაწილობრივ მოყვასისათვის: მოყვასი უფლისათვის უნდა გვიყვარდეს: ღმერთი კი უნდა გვიყვარდეს თვით მისთვის და ყველაზე ძლიერ.
მისთვის, ვინც მოყვასის წრფელ სიყვარულში იღლება, დაღლილობა დასვენებად იქცევა. ხოლო ის, ვისაც საკუთარი თავი უყვარს და არაფერს აკეთებს, უსაქმოდ ჯდომისგანაც იღლება.
ლოცვას შინაური და გარეშე მტრები ჰყავს. პირველი მტერი – ეს თავისმოყვარეობა საკუთარი თავის მიმართ არასწორი სიყვარულია. ის სამი სახით ვლინდება: როგორც პატივმოყვარეობა, ვერცხლისმოყვარეობა და ავხორცობა, ანუ სიამოვნებისაკენ სწრაფვა.
ჩვენი თავმოყვარეობა ყოველივე ბოროტების ძირია. გულღრძოობა, შური, სიძულვილი და მსგავსი ვნებები იმალებიან, იბადებიან და აღმოცენდებიან თავმოყვარეობის შინაგანი პირიდან. რის გამოა ადამიანი ცუდი? იმის გამო, რომ ივიწყებს, მის ზემოთ რომ ღმ... იხილეთ სრულად
მართალია, ძმანო ჩემნო, არ შეიძლება კაცს თავი არ უყვარდეს, თავის სიკეთეს არ ჰფიქრობდეს და არ ჰზრუნავდეს. თვით ბუნებიდგანვე დანერგილი აქვს კაცს გულში თავისმოყვარეობა. მაგრამ, როგორათაც სხვანი ყოველნი კაცის თვისებანი და ნიჭნი, მზგავს... იხილეთ სრულად