ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვათა მიტევება, შენდობა, გამონათქვამები
ქრისტემ გვიბრძანა, ჩვენს მტრებს დღეში „სამეოც და ათ შვიდ გზის“ (მათ. 18, 22) შევუნდოთ. მით უმეტეს, შეგვინდობს თვითონ უფალი, მიმტევებლობის უფსკრული!
აღარ გაინტერესებს მომავალი, როცა წარსული გებღაუჭება, უკან გეწევა. ვიღაცის დარდი გაქვს, ვიღაცის ვალი გაქვს, ვიღაცას შენ მიმართ რაღაც ანგარიში აქვს,.. ეს ყველაფერი წინ არ გიშვებს, გაფერხებს. ამიტომ, ჩემო ძვირფასებო, ჩამოიცილეთ ეს ... იხილეთ სრულად
რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია. რწმენა უნდა საქმეებით დავადასტუროთ. დავეხმაროთ, შევეშველოთ ადამიანებს. თანაგრძნობა გამოვუცხადოთ, იმედიანი სიტყვა ვუთხრათ, სიყვარული და მოთმინება ვარგუნოთ, მომსახურება, სამართლიანობა, მონანიება, ... იხილეთ სრულად
არ შეგშურდეს! შური თუ არ ჩამოიცილე ბედნიერი ვერ იქნები.
წყენა თუ არ ჩამოიცილე, ბედნიერი ვერ იქნები.
თუ მიტევება არ იცი, ბედნიერი ვერ იქნები.
თუ მტრობა გაქვს ვინმეს მიმართ, რა ბედს უნდა ეწიო? ვერ იქნები ბედნიერი
თუ ადამიანი ლოცულობს, შეუძლებელია, მას ძვირისხსენება ჰქონდეს და ნებისმიერი შეცდომა არ აპატიოს მოყვასს – იესოს ლოცვის ცეცხლთან მიახლოებისას ყველაფერი ფერფლად იქცევა.