ყოველგვარი სიკეთე ღმრთისაგან იღებს დასაბამს. გულისსიტყვა არ ხდება კეთილი, თუ იგი ღმრთისაგან არ არის, და - ბოროტი თუკი ეშმაკისგან არაა. ამრიგად, რაც უნდა კარგი გაიფიქრო, თქვა, გააკეთო - ყველაფერი ეს ღმრთის ნიჭისგანაა. "ყოველი ნიჭი ...
იხილეთ სრულად
ყოველგვარი სიკეთე ღმრთისაგან იღებს დასაბამს. გულისსიტყვა არ ხდება კეთილი, თუ იგი ღმრთისაგან არ არის, და - ბოროტი თუკი ეშმაკისგან არაა. ამრიგად, რაც უნდა კარგი გაიფიქრო, თქვა, გააკეთო - ყველაფერი ეს ღმრთის ნიჭისგანაა. "ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს". ყველაფერი ღმრთის ნიჭისგანაა, ჩვენი საკუთარი არა გვაბადია რა
აწ უკუე ნუ უგულებელს-ჰყოფ, ძმაო, კეთილისა საქმესა, ნუუკუე არღარა გეპოვოს ჟამი ცხოვრებასა შენსა და ინანდე მერმე ურგებად. სახე განვიგოთ აქა უკუე, ოდეს წარვიდეთ ჩვენ, მუნ ვერ შემიძლონ ჩუენ შეპყრობად მთავართა მათ ბნელისათა, რამეთუ არ...
იხილეთ სრულად
აწ უკუე ნუ უგულებელს-ჰყოფ, ძმაო, კეთილისა საქმესა, ნუუკუე არღარა გეპოვოს ჟამი ცხოვრებასა შენსა და ინანდე მერმე ურგებად. სახე განვიგოთ აქა უკუე, ოდეს წარვიდეთ ჩვენ, მუნ ვერ შემიძლონ ჩუენ შეპყრობად მთავართა მათ ბნელისათა, რამეთუ არა ეშინიან მათ მეფისაგან და არცა მთავართა მათ პატივსცემენ, არცა დიდსა, არცა მცირესა, არამედ მათგან ხოლო, რომელნი ვლენან გზათა სიმართლისათა და აღასრულნეს დღენი მათნი კეთილითა საქმითა. მათგან შიშით განეშორნენ და მსწრაფლ გან...
ყველა საქმე, რომელსაც ღვთის სახელისა და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე აღასრულებ, მწარე ნაყოფს გამოიღებს, რამეთუ მასზე არ გარდამოდინდება ზეციური დალოცვილი ნამი და მაცოცხლებელი ნათელი. რა საქმესაც უნდა მოჰკიდო ხელი, მიაყურადე ღვთ...
იხილეთ სრულად
ყველა საქმე, რომელსაც ღვთის სახელისა და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე აღასრულებ, მწარე ნაყოფს გამოიღებს, რამეთუ მასზე არ გარდამოდინდება ზეციური დალოცვილი ნამი და მაცოცხლებელი ნათელი.რა საქმესაც უნდა მოჰკიდო ხელი, მიაყურადე ღვთის ხმას.შენი ცხოვრების თითოეული სახე და მოხატულობა ზეციური ძაფებით მოქსოვე
ნუ ჩაიწერ შენს კეთილ საქმეებს: თუ ჩაიწერ, ჩანაწერი სწრაფად წაიშლება; თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება; ნუ ჩაიწერ მეზობლის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, ნახევარი მათგან შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი დაივიწყებს შენს შეცოდე...
იხილეთ სრულად
ნუ ჩაიწერ შენს კეთილ საქმეებს: თუ ჩაიწერ, ჩანაწერი სწრაფად წაიშლება; თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება; ნუ ჩაიწერ მეზობლის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, ნახევარი მათგან შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი დაივიწყებს შენს შეცოდებებს.
რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყე საკუთარი დამსახურებებისა და ღვაწლის შესახებ. გრცხვენოდეს, თუ ფუტკარი და ჭიანჭველა გაჯობებენ ამაში. საკუთარი დამსახურებებისათვის სიამაყის შედეგი ბოროტება, ჩხუბი და ადამიანთა შორის მტერობაა, რასაც აუცილ...
იხილეთ სრულად
რაც შეიძლება სწრაფად დაივიწყე საკუთარი დამსახურებებისა და ღვაწლის შესახებ. გრცხვენოდეს, თუ ფუტკარი და ჭიანჭველა გაჯობებენ ამაში. საკუთარი დამსახურებებისათვის სიამაყის შედეგი ბოროტება, ჩხუბი და ადამიანთა შორის მტერობაა, რასაც აუცილებლად მოსდევს საკუთარი უსარგებლობის შეგრძნება და სასოწარკვეთილება. გინახავს ოდესმე ფუტკარი და ჭიანჭველა სასოწარკვეთილებაში? მართლაც, სამარცხვინოა, თუკი ისინი ადამიანებზე უკეთ აღასრულებენ ქრისტეს მცნებას: მონანი ვართ უხმა...
საყვარელო, ეშმაკის ამპარტავნებას ნუ შეიწყნარებ, რომელიც გეუბნება, შენი სათნოებანი ყველას დასანახად აღასრულე, რათა არგო მათო; რადგანაც "რაი სარგებელ ეყოს კაცსა", რომელმაც "სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს" (მათ. 16, 26)...
იხილეთ სრულად
საყვარელო, ეშმაკის ამპარტავნებას ნუ შეიწყნარებ, რომელიც გეუბნება, შენი სათნოებანი ყველას დასანახად აღასრულე, რათა არგო მათო; რადგანაც "რაი სარგებელ ეყოს კაცსა", რომელმაც "სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს" (მათ. 16, 26)?!
ყოველგვარ საქმეში, რომელიც გვსურს, ღვთივსასურველად აღვასრულოთ, ეშმაკები სამ ორმოს გვითხრიან. პირველით ისინი იბრძვიან, რომ ჩვენს კეთილ საქმეებს აღუდგნენ წინ; როდესაც აქ დამარცხდებიან, მეორეს მოიხმარენ, რათა აღსრულებული საქმე ღვთის ...
იხილეთ სრულად
ყოველგვარ საქმეში, რომელიც გვსურს, ღვთივსასურველად აღვასრულოთ, ეშმაკები სამ ორმოს გვითხრიან. პირველით ისინი იბრძვიან, რომ ჩვენს კეთილ საქმეებს აღუდგნენ წინ; როდესაც აქ დამარცხდებიან, მეორეს მოიხმარენ, რათა აღსრულებული საქმე ღვთის ნების შესაბამისი არ იქმნას; ხოლო თუ აქაც დაიძლევიან, მაშინ უკვე ფარულად შემოგვიჩნდებიან და დაგვნატრიან და გვაქებენ, რომ ეს საქმე საღვთოდ აღვასრულეთ.პირველის მტერი გულმოდგინება და სიკვდილის ხსოვნაა, მეორესი - მორჩილება და...