ღვთის განკაცება - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის განკაცება - ციტატები, გამონათქვამები ღვთის განკაცება, გამონათქვამები, ციტატები
ღვთაებრივმა სიყვარულმა შესაძლებელი გახადა უფლის განკაცება. „სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა“ (ინ. 1, 14), - ვკითხულობთ სახარებაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმ რეალობას, რომ სიტ... იხილეთ სრულად
ახლად შობილი ყრმის, იესო ქრისტეს, სახით ღვთაებრივი სიყვარული გარდამოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანი საუფლო დიდების თანაზიარი გამხდარიყო. ღვთის განკაცების დიად საიდუმლოს ბოლომდე ვერასდროს შეიცნობს ჩვენი გონება.
ღვთის სიტყვის განხორციელებით ჩვენ გაგვეხსნა განღმრთობის გზა, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაც დაგვეკისრა, რადგან სრული ადამიანური და ღვთაებრივი ბუნების შეერთება იესო ქრისტეში იყო კაცთა მოდგმის გადარჩენისთვის გაღებული უდიდესი მსხვერ... იხილეთ სრულად
თავისი ქცევის მიუხედავად, ყოველი ადამიანი ხილული სამყაროს გვირგვინია. ამიტომაც გაიღო ასეთი მსხვერპლი მაცხოვარმა: განკაცდა, რათა ჩვენთვის ღვთის შვილობის მადლი მოენიჭებინა და ახალ ადამიანად, ცოდვებისაგან თავისუფალ პიროვნებად ყოფნის ... იხილეთ სრულად
მკვდრეთით აღდგომილი უფალი სულიწმიდის გარდამოსვლისას აფუძნებს წმიდა ეკლესიას - თავის მისტიკურ სხეულს, რომლის ერთი ნაწილი ცხონებაში მყოფ მართალთა სულებისაგან შედგება და მას მოზეიმე ეკლესია ჰქვია, ხოლო მეორე ნაწილი ამქვეყნად მცხოვრებ... იხილეთ სრულად
უფალმა თავისი განხორციელებით, ცხოვრებით, ჯვარცმითა და აღდგომით ადამიანი სულიერი სრულყოფის ახალ საფეხურზე აიყვანა, ზეციური ნათლით განაბრწყინა, ღვთაებრივ სიყვარულს აზიარა.
გაუაზრებელი, უგონო ქცევის მსხვერპლის, დაცემული ადამის ძის აღსადგენად თვით ღვთაებრივი სიყვარული განხორციელდა იესო ქრისტეს სახით, რათა ემცნო ხალხისათვის ღვთის ნება და იმავ ხალხის ხსნისათვის გოლგოთაზე ასულიყო. ბოროტი ფიქრობდა, სიკვდი... იხილეთ სრულად
ღმერთმა ძე თვისი გამოგვიგზავნა, რათა მისი არცერთი მორწმუნე არ დაღუპულიყო, არამედ მოეპოვებინა მარადიული ცხოვრება (შდრ. ინ. 3, 16)
ოცი საუკუნის წინ იესო ქრისტეს მიერ მსოფლიოს მიენიჭა ღვთაებრივი მადლი და ჭეშმარიტება. „მოვედი არა განსჯისათვის, არამედ ცხოვრებისათვის სოფლისა“, - ბრძანებს იგი (შდრ. ინ. 12, 47).