სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული მოყვასისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული მოყვასისადმი, გამონათქვამები
ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, მას სძულს იგი, ანუ - ნებისმიერი ადამიანის და ამასთან ერთად, ღვთის სიყვარულიც არ შეუძლია (1 იოანე 4, 20); ასეთი არც ღმერთს უყვარს.
ყველა ღონე იხმარე, რათა არავის გაუკეთო ბოროტება და ყველა ადამიანის მიმართ სუფთა გული გქონდეს.
გიყვარდეს ამბა ისააკის მიბაძვა, რომელიც საკუთარ თავზე ამბობდა: "არასოდეს შემიტანია სენაკში ჩემი ზრახვა ძმის უსიყვარულობის შესახებ, რაც შეურაცხმყოფდა; სწორედ ასე ვცდილობდი, რომ ძმასაც არ შეეტანა სენაკში უსიამოვნო გრძნობა ჩემს მიმარ... იხილეთ სრულად
სამართლიანია, ბოროტებში ბოროტება გძულდეს, მაგრამ, გიყვარდეს ღვთის ქმნილება
გინდა რომ ადამიანებს უყვარდე? გიყვარდეს ადამიანები; გინდა, რომ სიკეთეს გიკეთებდნენ სამაგიეროს გარეშე? შენც ყველას სიკეთე გაუკეთე - სანაცვლოს მოლოდინის გარეშე; ხომ გესიამოვნებოდა, თუ ყველა მოკრძალებითა და თავმდაბლად მოგექცეოდა? მაშ... იხილეთ სრულად
ყოველთვის წარმოიდგინეთ მოყვასი თქვენს ადგილას, საკუთარი თავი კი - მის ადგილას.
უბედურის დანახვისას ყურადღებას ნურაფერს მივაქცევთ, მისი უბედურების გარდა
ის კი არ დაგამცირებს, თუ შენი მოყვასის მიმართ გამოიჩენ პატივისცემასა და სიყვარულს, თუნდაც იგი შენზე დაბალ საფეხურზე იდგეს გონებით, წოდებით, მდგომარეობითა და ზნეობით, არამედ ის - თუ ამას არ გამოიჩენ.