6. წმინდა ლოცვის ორი უმაღლესი მდგომარიობა არსებობს. ერთი ღვაწლმოსილი ცხოვრების მქონე ადამიანებს ემართებათ, მეორე - შემეცნებითი ცხოვრებისა. პირველს სულში ღვთის შიში და სასოების მადლი შობს, მეორეს - ღვთის სიყვარული და უსაზღვრო სიწმი...
იხილეთ სრულად
6. წმინდა ლოცვის ორი უმაღლესი მდგომარიობა არსებობს. ერთი ღვაწლმოსილი ცხოვრების მქონე ადამიანებს ემართებათ, მეორე - შემეცნებითი ცხოვრებისა. პირველს სულში ღვთის შიში და სასოების მადლი შობს, მეორეს - ღვთის სიყვარული და უსაზღვრო სიწმინდე. პირველის ნიშანია გონების ამქვეყნიური ზრახვებისაგან შემოზღუდვა, გონებაგაფანტულობისა და ძრწოლის გარეშე ლოცვა ისე, თითქოს თავად ღმერთი იდგეს მლოცველის წინაშე, როგორც ეს სინამდვილეშია. მეორის ნიშანია ის, რომ ლოცვის წარმ...
81. ღვთის შიში ორგვარია: პირველს წარმოშობს დასჯის საშიშროება, რომლისგანაც ჩვენში თანმიმდევრობით იბადება თავშეკავებულობა, ღვთის სასოება და უბიწოება, ამისგან კი - სიყვარული. მეორე თავად სიყვარულს უკავშირდება და სულში შობს მოწიწებას,...
იხილეთ სრულად
81. ღვთის შიში ორგვარია: პირველს წარმოშობს დასჯის საშიშროება, რომლისგანაც ჩვენში თანმიმდევრობით იბადება თავშეკავებულობა, ღვთის სასოება და უბიწოება, ამისგან კი - სიყვარული. მეორე თავად სიყვარულს უკავშირდება და სულში შობს მოწიწებას, რათა სული, სიყვარულით გათამამებული, ღვთის უპატივცემულობამდე არ მივიდეს.
82. პირველი სახის შიშს სრულყოფილი სიყვარული „გარე განსდევნის“ (1იოან. 4,18) სულიდან, მის მომპოვებელს აღარა აქვს ტანჯვის შიში; ხოლო მეორე - როგორ...
48. ღვთის მოშიშს ჰყავს თავისი მუდმივი თანამოსაუბრე - სიმდაბლე, და მისი კარნახით ღვთის სიყვარულსა და მადლიერებამდე ამაღლდება. ღმერთი შეახსენებს მას, რომ ადრე წუთისოფლის მოთხოვნილებათა მიხედვით ცხოვრეობდა, შეახსენებს მის სხვადასხვა ...
იხილეთ სრულად
48. ღვთის მოშიშს ჰყავს თავისი მუდმივი თანამოსაუბრე - სიმდაბლე, და მისი კარნახით ღვთის სიყვარულსა და მადლიერებამდე ამაღლდება. ღმერთი შეახსენებს მას, რომ ადრე წუთისოფლის მოთხოვნილებათა მიხედვით ცხოვრეობდა, შეახსენებს მის სხვადასხვა ცოდვას, სიჭაბუკის ჟამს ჩადენილს და იმას, თუ როგორ იხსნა უფალმა ყოველივე ამისაგან და ვნებებით აღსავსე ცხოვრებიდან როგორ მოაქცია უფლისმიერი ცხოვრებისაკენ. ის შიშით მიიღებს სიყვარულსაც და ღრმა სიმდაბლით მადლობას შესწირავს უ...
2. სიყვარული იბადება უბიწოებით; უბიწოება - ღვთის სასოებით; სასოება - მოთმინებითა და სულგრძელობით, ეს უკანასკნელი კი - ყველაფერში თავშკავებით; თავშეკავებულობა - ღვთის შიშით, შიში - ღვთის რწმენით.
ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში, - მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულ...
იხილეთ სრულად
ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში, - მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულის მადლით განიწმინდოს.