მასმედია, ტელევიზია - ციტატები, გამონათქვამები
მასმედია, ტელევიზია - ციტატები, გამონათქვამები მასმედია, ტელევიზია, გამონათქვამები
ტელევიზორი ჰიპნოზირებას ახდენს, მომხიბვლელი ვნებებით გაჟღენთილი გამოსახულებების ნაკადი(ერთდროულად მხედველობითი და სმენითი) ამონებს ფსიქიკას, ცნობიერება მუხრუჭდება, ადამიანი ხდება ტელევიზორის მედიუმი, მისი შთაგონებების შემთვისებელი... იხილეთ სრულად
ყოველი ადამიანი - წმინდა მამების სწავლებით - პატარა სამყაროა; თითოეული ადამიანი არის განუმეორებელი ინდივიდუალობა. ტელევიზორი უნიფიცირებას უკეთებს, პიროვნულობას უკარგავს ადამიანს.
ტელევიზორი უხვ, რაფინირებულ, მზამზარეულ საკვებს იძლევა; რის შედეგადაც გონება ხდება მოდუნებული, უძლური, დამოუკიდებელ აზროვნების უნარს მოკლებული, როგორც გადამეტებული კვებით მოდუნებული და დაბერებული სხეული.