ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვათა მიტევება, შენდობა, გამონათქვამები
შურს ნუ იძიებ. ბოროტებას ბოროტებით ნუ მიაგებ. კმა არს ბოროტება, რომელიც მოყვასისგან იწვნიე. თუ ბოროტებას ბოროტებით უპასუხებ, ამით ბოროტს განამრავლებ. თუ ბოროტებას ბოროტებით არ უპასუხებ, შენი მოთმინებითა და მიტევებით სამყაროში არსე... იხილეთ სრულად
თუ შევძლებთ, ყველასთან უნდა ვიყოთ მშვიდობით. ამიტომ, არა მარტო ჩვენ უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ სხვას, არამედ შევძლოთ ისიც, რომ სხვები არ იყვნენ ჩვენდამი ცუდად განწყობილნი.
პირველად, როგორც სახარება გვამცნებს, განაგდე შენგან მტრობა, ძვირისხსენება, მრისხანება, განკითხვა და ყველაფერი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სიყვარულს. სახარება გვიბრძანებს ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის, ვაკურთხოთ მაწყევარნი, კეთილ... იხილეთ სრულად
ყოველი ადამიანი შეცოდებათა მორევშია დანთქმული და რომ არა ღვთის დიდი მოწყალება, ცათა სასუფევლის ღირსი ვერავინ გახდებოდა. უფლის საოცარი მოწყალება ჩვენდამი გვავალდებულებს ვიყოთ მიმტევებელნი მოყვასისადმი და ვისაც ეს უნარი არ გააჩნია, ... იხილეთ სრულად
სათნოებანი მრავალია. ერთ-ერთი დიდი მადლია შემცოდეთადმი ცოდვების მიტევება. უფლის ლოცვა ყოველდღიურად გვახსენებს, რომ როგორ მოწყალებასაც გამოვიჩენთ ჩვენს წინაშე დანაშაულის ჩამდენთადმი, უფალიც ისევე მოიღებს მოწყალებას ჩვენზე, გვაპატიე... იხილეთ სრულად
836. ჩემო მამაო! თქვენი წმინდა სიტყვების მეოხებით ეკლესიამ ღვთისაგან დიდი დახმარება მიიღო. ზოგიერთი მისი შეურაცხმყოფელი და ეკლესიის წევრებზე თავდამსხმელი მშვიდობას და პატიებას ითხოვს მოყენებული შეურაცხყოფებისთვის; ამასთანავე, გვპირდება, რომ ჩვენს მოთხოვნებს დაააკმაყოფილებს და ჩვენს მოწინააღმდეგეებს დაამშვიდებს. როგორ მიბრძანებ: მივიღო ისინი, თუ არა? იხილეთ სრულად