როდესაც ჩვენ ვგრძნობთ რომელსამე ქვეყნიერსა სიყვარულსა, მაშინ ადვილად შევიტყობთ ამას. ვსთქვათ მაგალითებრ, მე მიყვარს ერთი ვინმე კაცი. ამას ნამდვილად შევიტყობთ მით, რომელ მიხარიან, როდესც ვხედავ იმ კაცს, მსურს, რომ იგი ყოველთვის ჩემ...
იხილეთ სრულად
როდესაც ჩვენ ვგრძნობთ რომელსამე ქვეყნიერსა სიყვარულსა, მაშინ ადვილად შევიტყობთ ამას. ვსთქვათ მაგალითებრ, მე მიყვარს ერთი ვინმე კაცი. ამას ნამდვილად შევიტყობთ მით, რომელ მიხარიან, როდესც ვხედავ იმ კაცს, მსურს, რომ იგი ყოველთვის ჩემთან იყოს; როდესაც იგი ჩემთან არის, მაშინ ბედნიერი ვარ, უკეთუ იგი ჩემთან არ არის, მოწყენილი ვარ და ხშირად ვფიქრობ იმაზედ. სწორედ ეგრეთივე უნდა იყოს სიყვარული ჩვენი ღვთისადმი.
აჰა, ვითარ არს სიყვარული ღვთისა ჩვენდამი. ჩვენ გამოგვიხსნა მან მაშინ, ოდეს ჩვენ ვიყავით მისი მტერნი და მოძულენი; ხოლო რას გვთხოვს ჩვენ მაცხოვარი ნაცვლად ამა ყოველთა? გვთხოვს მხოლოდ იმას, რათა გვქონდეს ჩვენ ურიერთარს სიყვარული და ე...
იხილეთ სრულად
აჰა, ვითარ არს სიყვარული ღვთისა ჩვენდამი. ჩვენ გამოგვიხსნა მან მაშინ, ოდეს ჩვენ ვიყავით მისი მტერნი და მოძულენი; ხოლო რას გვთხოვს ჩვენ მაცხოვარი ნაცვლად ამა ყოველთა? გვთხოვს მხოლოდ იმას, რათა გვქონდეს ჩვენ ურიერთარს სიყვარული და ერთობა. ამას მოითხოვს ჩვენისა ბედნიერებისათვის და არა თავისა თვისისათვის. ვისაც სურს აღსრულება მისისა მცნებისა, იმას ყოველთვის ახსოვს, რომელ ყოველი კაცი არის მისი მოყვასი, ხოლო უმეტესად კაცი გაჭირვებული და უბედური.
მოწყალე სამარიტელი (შდრ. ლუკა 10. 30) ნიშნავს თვით უფალსა ჩვენსა და მაცხოვარსა. ხოლო კაცი იგი დაჭრილი და გზასა ზედა მიგდებული ნიშნავს მრთელსა კაცობრივსა ნათესავსა. მდგომარეობა კაცობრივისა ნათესავისა, უწინარეს მაცხოვრის სოფლად მოსვ...
იხილეთ სრულად
მოწყალე სამარიტელი (შდრ. ლუკა 10. 30) ნიშნავს თვით უფალსა ჩვენსა და მაცხოვარსა. ხოლო კაცი იგი დაჭრილი და გზასა ზედა მიგდებული ნიშნავს მრთელსა კაცობრივსა ნათესავსა. მდგომარეობა კაცობრივისა ნათესავისა, უწინარეს მაცხოვრის სოფლად მოსვლისა იყო ნამდვილ მსგავსი იმ კაცისა, რომელი ავაზაკთაგან იქმნა შეპყრობილ და დაწყლულებულ. კაცი იყო ჩავარდნილი ხელსა შინა სულიერთა ავაზათა, რომელნი არიან ეშმაკნი და ყოველნი ნაყოფნი ეშმაკისანი: ცოდვა, ვნება, ხრწნილება სულიერი...
სულიერი ნათესაობა უდიდესი არს, ვიდრე ხორციელი. ძმა და მოყვასი მხოლოდ ხორციელად არს შენთან შეკავშირებული, ხოლო ღმერთმან სულიერად ყოველი კაცი შეაერთა და ყოველნი გვყო მოყვარედ და ძმად თავსა თვისსა შორის.
სარწმუნოება ცხოველი ასწავლის და ჰმართავს სურვილსა, ანუ ნებასა კაცისასა, იგი ჰმართავს ყოფაქცევასა და მოქმედებასა კაცისასა, ჰზრდის სულსა, აკეთებს და აუმჯობესებს მისსა ხასიათსა. ჰკურნებს სულიერთა ვნებათა კაცისათა.
ყოველი ქრისტიანესა კაცისათვის უმთავრესი და უპირველესი საქმე არის, რომ იცოდეს, ცხოველი არის და ნამდვილი სარწმუნოება მისი, თუ არა? ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს, ანუ მუშაობს ბუნებასა შინა კაცისასა და ცოტ–ცოტად სცვლი...
იხილეთ სრულად
ყოველი ქრისტიანესა კაცისათვის უმთავრესი და უპირველესი საქმე არის, რომ იცოდეს, ცხოველი არის და ნამდვილი სარწმუნოება მისი, თუ არა? ცხოველი სარწმუნოება ის არის, რომელიც მოქმედობს, ანუ მუშაობს ბუნებასა შინა კაცისასა და ცოტ–ცოტად სცვლის და აუმჯობესებს მას. ცხოველი სარწმუნოება, პირველად ანათლებს გონებასა კაცისასა, მეორედ, ჰმართავს და სწმენდს ყოფაქცევასა ანუ მოქმედებასა კაცისასა.
ურწმუნოება არის ორნაირი: ერთი გამოსჩნდება სიტყვათა შინა, მეორე საქმეთა შინა. მარტო ის არ არის ურწმუნო, რომელიცა სიტყვითა მხოლოდ იტყვის: მე არაფერი მრწამსო. არამედ ისიც ურწმუნო არის, რომელი ენითა აღიარებს სარწმუნოებასა, გარნა ყოველ...
იხილეთ სრულად
ურწმუნოება არის ორნაირი: ერთი გამოსჩნდება სიტყვათა შინა, მეორე საქმეთა შინა. მარტო ის არ არის ურწმუნო, რომელიცა სიტყვითა მხოლოდ იტყვის: მე არაფერი მრწამსო. არამედ ისიც ურწმუნო არის, რომელი ენითა აღიარებს სარწმუნოებასა, გარნა ყოველი საქმე მისი არის სჯულის წინააღმდეგი.