არ შეიძლება ყოველივეს მატერიალური მოგების თვალით შევხედოთ
ანგარება, როგორც ქონებასთან, ასევე საკვებთან მიმართებაში, ბოროტებაა, ისევე როგორც თავშეკავებულობა არა მარტო საკვებთან, არამედ ნივთებთან მიმართებაშიც არის სიკეთე.
84. თავიდან მეხსიერებას გონებაში უბრალო გულისთქმა შემოაქვს და თუ ის დაყოვნდება მასში, მაშინ მისგან ამოქმედდება ვნება; თუ არ მოაშთობ ვნებას, ის გონებას მიდრეკს სურვილისაკენ, და როცა ესეც მოხდება, მაშინ ცოდვა საქმითაც აღსრულდება. ამ...
იხილეთ სრულად
84. თავიდან მეხსიერებას გონებაში უბრალო გულისთქმა შემოაქვს და თუ ის დაყოვნდება მასში, მაშინ მისგან ამოქმედდება ვნება; თუ არ მოაშთობ ვნებას, ის გონებას მიდრეკს სურვილისაკენ, და როცა ესეც მოხდება, მაშინ ცოდვა საქმითაც აღსრულდება. ამიტომაც ბრძენი მოციქული, როცა წარმართობიდან მოქცეულ ქრისტიანებს სწერს, პირველ რიგში, საქმით აღსრულებული ცოდვის აღკვეთას ურჩევს, შემდეგ კვლავ უბრუნდება იმავე თანმიმდევრობას და ცოდვის მიზეზებამდე მიდის. ვნების წარმომშობი და...
link
ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება უარმყოფელნი სიმართლეს. იგი სძულთ მათ, რომელთა სულშიც განლაღებულია სიხარბე, დაუნდობლობა, შური, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა... ანგარებით სავსენი მზად არიან, აწამონ ჭეშმარიტება იმათ მსგავსად, რომლებიც გა...
იხილეთ სრულად
ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება უარმყოფელნი სიმართლეს. იგი სძულთ მათ, რომელთა სულშიც განლაღებულია სიხარბე, დაუნდობლობა, შური, ამპარტავნება, პატივმოყვარეობა... ანგარებით სავსენი მზად არიან, აწამონ ჭეშმარიტება იმათ მსგავსად, რომლებიც გააფთრებულნი ყვიროდნენ: ჯუარს-აცუ ეგე (იოანე 19,15).
link
სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას არა მატერიალური ინტერესებით, არამედ, უწინარეს ყოვლისა, მაღალი სულიერი ღირებულებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს. რატომ? იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავს დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ ამას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი "არა" იქნებოდა რასა...
იხილეთ სრულად
კაცმა რომ პატიოსანს და კეთილს საქმეს თავი შესწიროს, ერთი ჩვენგანი არ დაიჯერებს. რატომ? იმიტომ რომ ყოველი ჩვენგანი იმ კაცის ალაგას თავის თავს დააყენებდა და იტყოდა: მე უანგაროდ ამას ვიქმოდი? ამის პირდაპირი პასუხი "არა" იქნებოდა რასაკვირველია... "მაშ, არც ის იქმოდა", - დაასკვნის გონიერი ქართველი; და გამოვიდა, რომ პატიოსანი თავგანწირული კაცი გაუპატიურებული იქნებოდა ქართველის თვალში. თითონ რომ სიკეთეს გადაჩვეულა, სხვისაგანც სიკეთე აღარა სჯერა; აღარა ს...
link
არავინაა მოწყალე ადამიანზე მეტად გონიერი, რომელიც მიწიერ ხრწნად საგნებს არიგებს და ყიდულობს უხრწნელს, ზეციურს. ზუსტად ასევე – არავინაა ანგარებამოყვარეზე უფრო უგუნური, რომელიც მუდმივად აგროვებს და მუდმივად კარგავს, სანამ, საბოლოოდ,...
იხილეთ სრულად
არავინაა მოწყალე ადამიანზე მეტად გონიერი, რომელიც მიწიერ ხრწნად საგნებს არიგებს და ყიდულობს უხრწნელს, ზეციურს. ზუსტად ასევე – არავინაა ანგარებამოყვარეზე უფრო უგუნური, რომელიც მუდმივად აგროვებს და მუდმივად კარგავს, სანამ, საბოლოოდ, თავის მიერ დაგროვილი სიმდიდრით თავისთვის ჯოჯოხეთს არ იყიდის. ვინც თავს სახმარი საგნების გამო კარგავს, მან სრულიად დაკარგა გონება, რადგან იგი ქრისტეს კარგავს.
link
არაფერია ანგარებაზე საშიში; ათასი კლიტე და ბოქლომი რომც დაადო შენს საცავებს, ამაოდ გაირჯები, თუკი შენში სიხარბეა ჩაბუდებული, ეს უბოროტესი ყაჩაღი, რომელსაც ყველაფრის წართმევა ძალუძს. მაშ, მრავალს იტყვი შენ, ვინც ანგარებითაა შეპყრობ...
იხილეთ სრულად
არაფერია ანგარებაზე საშიში; ათასი კლიტე და ბოქლომი რომც დაადო შენს საცავებს, ამაოდ გაირჯები, თუკი შენში სიხარბეა ჩაბუდებული, ეს უბოროტესი ყაჩაღი, რომელსაც ყველაფრის წართმევა ძალუძს. მაშ, მრავალს იტყვი შენ, ვინც ანგარებითაა შეპყრობილი, მსგავსი რატომ არაფერი ემართება? აუცილებლად დაემართება, თუმცა, შესაძლოა, ეს ერთბაშად არ მოხდეს; და თუ ახლა ამას თავს დააღწევენ, მით უფრო დიდი საშინელება მოელით შემდგომ, ისინი უფრო მეტად დაისჯებიან. თანაც, ისინი თვითო...
link