მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები
მცნებები, მცნებათა დაცვა - ციტატები, გამონათქვამები მცნებები, მცნებათა დაცვა, გამონათქვამები
ცოდვა მომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანი თავის თავს უფრო ბრძნად მიიჩნევს, ვიდრე ღვთის მცნებები და კანონებია.
ცათა შინა დაუსრულებელი სიხარული და ნეტარება ელოდება ყველას, ვინც კი ქრისტეს გზით სვლას მოინდომებს და შესაბამის ღვაწლს აღასრულებს.
ზეციდან გადამრჩენელი კიბეა დაშვებული და თუ ბოლო საფეხურამდე კარგად არ ჩავჭიდებთ მას ხელს (ანუ თუ უფლის მცნებებს არ დავიცავთ), ცხოვრების ქარიშხალი უფსკრულში გადაგვჩეხს.
ყოველი ადამიანი უნდა ეცადოს, ამქვეყნადვე იპოვოს ღმერთი და მისდიოს მის გზას. ეს კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ უფლის ნებას (რაც მის მცნებებშია განცხადებული) ჩვენი პიროვნული ნებაც შეუერთდება; ანუ, თუ ვიცხოვრებთ სახარებისეულად.
თუ გვსურს, ადამიანებთან მშვიდობა გვქონდეს, აუცილებელია მშვიდობა დავამყაროთ საკუთარ თავთან, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, ეს კი ისევ და ისევ ეკლესიურობით, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლით, ღვთის მცნებებისა და მისი ნებისადმი ერთგულებით მი... იხილეთ სრულად
ქრისტეს ერთადერთი გადამრჩენელი გზით ვიდოდნენ ჩვენი წინაპარნი. მას უნდა შევუდგეთ ჩვენც და აღვასრულოთ მცნებანი მისნი.