ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის შიში - ციტატები, გამონათქვამები ღვთის შიში, გამონათქვამები, ციტატები
ღვთიური სიბრძნის სათავე ღვთისმოშიშებაა - „დასაბამი სიბრძნისაჲ შიში უფლისაჲ“ (ფს. 110,10)
თუ არ არის აღდგომა, არ არის უფლის სამსჯავროც; თუ უარყოფილია სამსჯავრო, უარყოფილია ღვთის შიშიც; ხოლო სადაც არ არის მოკრძალებული შიში ღვთისა, იქ ზეიმობს ეშმაკი.
შეიყვარეთ წიგნი, ისწავლეთ ღრმა აზროვნება, ისწავლეთ ღმერთის შიში და სიყვარული, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის ერთგული მეციხოვნენი გახდეთ.
"უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის საფრთხისაგან გამომხსნელი" (იგავ.14,27), - ბრძანებს წმინდა წერილი. ამიტომაც ქრისტიანს აღარ აშინებს სულისა და ხორცის გაყრა, არამედ გარდაცვალებაში ხედავს მიწიერი ცხოვრების გამოცდის დასრულებას დ... იხილეთ სრულად
სიბრძნე თავისით არ მოდის. იგი წყალობაა ღვთისა, რომელიც ეძლევა ღვთის მორწმუნე და მოშიშ ადამიანს.
პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა.
ღვთის შიში ქრება სულიერების მაღალ საფეხურზე და იგი იცვლება სიყვარულითა და ქრისტესთან ერთობით გამოწვეული ნეტარებით, ანუ იმ მდგომარეობით, რაც ჰქონდა ადამს ცოდვით დაცემამდე.