ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები
ჭეშმარიტება - ციტატები, გამონათქვამები ჭეშმარიტება, გამონათქვამები, ციტატები
ჭეშმარიტება ერთია და მას მეტოქეობას სხვა ნახევრადჭეშმარიტებანი ვერ გაუწევს. ეს არ არის ამპარტავნება და სხვათა ზემოდან ყურება, რადგან ჭეშმარიტება დამსახურებისამებრ არ მოიპოვება, არამედ იგი ერს ღვთისაგან ეძლევა.
მას შემდეგ, რაც ეშმაკმა ბრძოლა დაუწყო კაცთა მოდგმას, იგი ცდილობს, ჩვენთვის ყველაზე ამაღლებული ღირებულებების – სიყვარულის, თავისუფლების, ჭეშმარიტების, მშვიდობის, განათლების... – აღმნიშვნელი სიტყვების შინაარსობრივი დატვირთვა შეცვალო... იხილეთ სრულად
თანამედროვე ადამიანი ხშირად ვერ წვდება უფლისმიერ ჭეშმარიტებას, ვერ ხვდება თავისი სიცოცხლის აზრს და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვისმიერ მიწიერ კეთილდღეობაზე ან სწორად როგორ წარმართოს თავისი ყოველდღიურობა.
მხოლოდ ადამიანია ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი, გონიერი, მეტყველი, სიკეთით, თავისუფალი ნებითა და ღვთაებრივი სიყვარულის უნარით დაჯილდოებული არსება; მოწოდებული, შეიცნოს ჭეშმარიტება და ემსახუროს მას.
თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც, უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს.
გარეგნულად ხალისიან ჩვენს ახალგაზრდებში მე ვხედავ სევდას, რომელიც დროდადრო ნელდება, ხან კი ისევ ძლიერდება. ხშირად გაუცნობიერებელი ეს გრძნობა ჭმუნვაა სულისა. წუხილია სიწმინდის, სიმაღლის, ტრანსცენდენტურის ვერ მიწვდომის გამო, ღვთისა ... იხილეთ სრულად
ბედნიერია, ვინც თავისი ცხოვრების გზად „გზა ჭეშმარიტი“ აირჩია, ვინც არა მარტო ხორცისთვის ზრუნავს, თუ რა ჭამოს, რა სვას და რა შეიმოსოს, არამედ ემზადება საუკუნო ცხოვრებისთვის.