რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ უფალი ყოველივეს სიბრძნით განაგებს და ყოველივე კეთილად წარემართებათ მის მორწმუნეთ; ამასთან, უფლის ნების გარეშე ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე და არც ...
იხილეთ სრულად
რწმენა ღვთისა ნიშნავს არა მარტო იმას, რომ ღმერთი არსებობს, არამედ იმასაც, რომ უფალი ყოველივეს სიბრძნით განაგებს და ყოველივე კეთილად წარემართებათ მის მორწმუნეთ; ამასთან, უფლის ნების გარეშე ერთი ჩიტიც არ დავარდება დედამიწაზე და არც თმის ერთი ღერი – ჩვენი თავიდან (მთ. 10, 29; ლკ. 21, 18).
აღდგომა – ეს არის მტკიცე და შეურყეველი ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი სარწმუნოება და ქრისტეს ეკლესია, იგია ყველაზე დიდი დადასტურება ჩვენი ცხონებისა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული: „ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქ...
იხილეთ სრულად
აღდგომა – ეს არის მტკიცე და შეურყეველი ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი სარწმუნოება და ქრისტეს ეკლესია, იგია ყველაზე დიდი დადასტურება ჩვენი ცხონებისა. ამიტომაც წერს პავლე მოციქული: „ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და თქვენი რწმენაც“ (1 კორ. 15, 14).
რწმენის გარეშე სიცოცხლე ძალიან ძნელი, შიშისმომგვრელი და გაუმართლებელია. სიკვდილი უაზროს ხდის მას და აუხსნელ, მტანჯველ გამოცანად აქცევს. ხშირად მხოლოდ ახლობლის გარდაცვალება, მძიმე ავადმყოფობა ან სხვა რაიმე დიდი ტკივილი იხსნის ხოლმე...
იხილეთ სრულად
რწმენის გარეშე სიცოცხლე ძალიან ძნელი, შიშისმომგვრელი და გაუმართლებელია. სიკვდილი უაზროს ხდის მას და აუხსნელ, მტანჯველ გამოცანად აქცევს. ხშირად მხოლოდ ახლობლის გარდაცვალება, მძიმე ავადმყოფობა ან სხვა რაიმე დიდი ტკივილი იხსნის ხოლმე თავდაჯერებულ ურწმუნოებს სულიერი სიბრმავისაგან.
რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღვწის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელ...
იხილეთ სრულად
რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღვწის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელებს). მისთვის გასაგებია, რომ ესა თუ ის თეორია ან ჰიპოთეზა შეიძლება ხვალ საერთოდ მიუღებელი აღმოჩნდეს ან უკეთესით შეიცვალოს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია და სრულყოფილებისაგან დ...
სრულყოფის გზა ერთადერთია. იგი გულისხმობს სინანულს და ცოდვათაგან განთავისუფლებას; ეს კი მხოლოდ სულიწმიდის მადლით და იესო ქრისტეს მტკიცე რწმენით მიიღწევა.
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოგვიხსნა მარადიული სიკვდილის წყვდიადისაგან. გამოგვისყიდა, განგვამართლა და შეგვირიგდა გოლგოთის სამსხვერპლოზე, მაგრამ როგორც გამოსყიდვა, ისე განმართლებაც და შერიგებაც ჩვენს მონაპოვრად უნდა იქცეს. ეს კი ...
იხილეთ სრულად
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ გამოგვიხსნა მარადიული სიკვდილის წყვდიადისაგან. გამოგვისყიდა, განგვამართლა და შეგვირიგდა გოლგოთის სამსხვერპლოზე, მაგრამ როგორც გამოსყიდვა, ისე განმართლებაც და შერიგებაც ჩვენს მონაპოვრად უნდა იქცეს. ეს კი მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენით არის შესაძლებელი. რწმენით, რომელიც ფაქტობრივად როგორც საჩუქარი, ისე მივიღეთ უფლისაგან.