სინდისი - ციტატები, გამონათქვამები
სინდისი - ციტატები, გამონათქვამები სინდისი, გამონათქვამები, ციტატები
სინდისი ანუ ნამუსი აღარ იყო საკმაო დაცემულისა კაცისათვის, რათა ეცნა მას ღმერთი და ჯეროვნად ემსახურა მისთვის. ამისთვის ღმერთმა გამოგვიცხადა ჩვენ ჭეშმარიტი სარწმუნოება და მოგვცა დიდი დაუფასებელი ნიჭი სახარებისა.
ვინც წიგნი იცის, მას აქვს ორი ტალანტი: სინდისსა მისსა მოეხმარება განათლება და სწავლა; ხოლო უკეთუ ვისმე წიგნი არ უსწავლია, მან უნდა ისარგებლოს ერთითა მხოლოდ სინდისითა თვისითა; უკეთუ უსწავლელმა კაცმა სინდისიცა თვისი დააბნელა, აღარ ... იხილეთ სრულად
ყოველი კაცი უნდა ეცადოს, რომ სინიდისი მისი იყოს მტკიცე და მახვილი, ესრე ვსთქვათ, უნდა გალესოს იგი. ნიჭსა ამას, ვითარცა სხვათა ნიჭთა კაცისათა, სჭირს გაზრდა და განმტკიცება. სინდისი სულსა შინა კაცისასა არს, ვითარცა ცეცხლი, რომელი ატფ... იხილეთ სრულად
ღმერთმან ბუნებასა შინა კაცისა დანერგა სინიდისი, მისთვის, რათა იყოს იგი მოძღვრად და ხელმძღვანელად კეთილმოქმედთა და აღვირმსხმელად ბოროტის მოქმედთა.
სინიდისი არს იგი უხილავი მსაჯული, მჯდომარე გულსა შინა ყოვლისა კაცისასა, რომელიცა ანუ აქებს და მოუწონებს მას რომელთამე საქმეთა და ყოფაქცევათა, ანუ აძაგებს რომელთამე სხვათა ყოფაქცევათათვის.
დაე, ყველა განგვიკითხავდეს, მაგრამ თუ ღმერთი გამართლებს სინდისში, ეს განკითხვა არაფრად ჩააგდო. როგორც ერთმა მოღვაწემ შენიშნა, ჩვენი მსჯელობა უმალ რაიმე სულელურს მოედება და ჩვენს თავზე შავი ღრუბლებივით დგას, რომელიც მართალი სინდის... იხილეთ სრულად
ყველაზე ხშირად დიდება ბედნიერებაზე იყიდება, სიამოვნება - ჯანმრთელობაზე, დიდებულთა მოწყალება - დამოუკიდებლობაზე, ფული - სინდისზე. სიმდიდრეს სიმშვიდეს ვწირავთ, პატიოსნებას - სიმდიდრეს, და ისევ სიმშვიდეს - პატიოსნებას.
არც მამის გეშინია, არც მასწავლებლის, არც უფროსის, არც კანონის დამცველისა და არც მსაჯულის? არ გრცხვენია მეგობრის? ვერც სინდისი გამოგასწორებს? სწორედ ამ დროს მოდის ხორციელი ავადმყოფობა და არცთუ იშვიათად ყველაფერს ასწორებს.
ზოგჯერ ღმერთი იძულებულია, ადამიანს წაართვას ჯანმრთელობა, ქონება და სხვა სიკეთეები, როდესაც მათი მფლობელი ადამიანი არც სინდისის ყვედრებას ისმენს, არც სჯულის ქადაგებას და ამ ყოველივეს თავის საზიანოდ შეატრიალებს.
მწუხარებანი და უბედურებანი, რომელთაც ჩვენ ცხოვრების მანძილზე ვხვდებით, ნამდვილი წამლობაა ჩვენი სულიერი ავადმყოფობის ჟამს. ისინი აცოცხლებენ ჩვენში ვნებებისა და უკანონობისგან მიძინებულ ჩვენს სინდისს, გვაიძულებენ, ჩავუღრმავდეთ საკუთა... იხილეთ სრულად