პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები
პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა - ციტატები, გამონათქვამები პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა
ნუ იქნები თვითონ მლიქვნელი და ნურც სხვას მისცემ საშუალებას, თავი დაიმციროს შენს წინაშე და გეპირფერებოდეს: პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, უკანასკნელი კი - პატივმოყვარე და ამპარტავანისა.
როდესაც სიმდიდრეს, დიდებას ან საერო ხელისუფლებას ხედავ, იფიქრე იმაზე, რაც მათში ხრწნადია და საცდურს თავს დააღწევ.
ელვის ბრწყინვალება მეხის ჩამოვარდნას მოასწავებს, ამპარტავნებისა კი - პატივმოყვარეობის გამოჩენას.
გეშინოდეს და თავი აარიდე არა მხოლოდ სიამაყეს, არამედ - ყველაფერს, რასაც მასთან მიჰყავხარ; განსაკუთრებით - პატივმოყვარეობას, როგორც - ამპარტავნების წინამორბედ ნაკლს - ზნეობრივი დაცემის კიბეზე.
ვისაც გამოუცდელობით სურს, შეიცნოს მუდმივი მოუსვენრობა, მისთვის მხოლოს საჭიროა ამპარტავანი იყოს და მაშინ იგი საკუთარი მხრებით ატარებს ნამდვილ ჯოჯოხეთს - მტანჯველ მისწრაფებას ადამიანთა პატივისცემის გამყინავი გრძნობისადმი, რომელსაც ვ... იხილეთ სრულად
ვინც თავს აღიმაღლებს ბუნებრივი ნიჭებით, ანუ - გონებამახვილობით, მიხვედრილობით, მჭევრმეტყველებით, სწრაფი მოსაზრებულობით და სხვა მონაცემებით, რომელიც ღვაწლის გარეშე აქვს მიღებული, ის ვერასოდეს მიიღებს ზეგარდმო მადლს, რამეთუ მცირეში ... იხილეთ სრულად