21. დიაკვნის საქმეს აღასრულებს ის, ვინც გონებას წმინდა ღვაწლში წვრთნის და მისგან ვნებიან ფიქრებს განაგდებს, მღვდლის საქმეს - ვინც არსებულის შეცნობით ანათლებს გონებას და მცდარ ცოდნას აღმოფხვრის, ეპისკოპოსის საქმეს - ვინც გონების სრ...
იხილეთ სრულად
21. დიაკვნის საქმეს აღასრულებს ის, ვინც გონებას წმინდა ღვაწლში წვრთნის და მისგან ვნებიან ფიქრებს განაგდებს, მღვდლის საქმეს - ვინც არსებულის შეცნობით ანათლებს გონებას და მცდარ ცოდნას აღმოფხვრის, ეპისკოპოსის საქმეს - ვინც გონების სრულყოფას წმინდა სამების თაყვანისმცემელი ცოდნის თანაზიარებით დაასრულებს.
5. გონების ვნებათაგან სავსებით გასათავისუფლებლად ისე, რომ მას გონებაგაუფანტავი ლოცვა შეეძლოს, არაა საკმარისი მხოლოდ ღვაწლი, თუ მას სხვადასხვა სახის სულიერი შემეცნება არ ახლავს. პირველი გონებას თავშეუკავებლობისა და სიძულვილისაგან ა...
იხილეთ სრულად
5. გონების ვნებათაგან სავსებით გასათავისუფლებლად ისე, რომ მას გონებაგაუფანტავი ლოცვა შეეძლოს, არაა საკმარისი მხოლოდ ღვაწლი, თუ მას სხვადასხვა სახის სულიერი შემეცნება არ ახლავს. პირველი გონებას თავშეუკავებლობისა და სიძულვილისაგან ათავისუფლებს, ხოლო მეორე გულმავიწყობისა და უცოდინარობისაგან იცავს და ამგვარად მას საშუალება ეძლევა ილოცოს ისე, როგორც ჯეროვანია.
ბევრი ამბობს, რომ გარეგნულ ღვთისმოსაობას მნიშვნელობა არ აქვს, რომ მნიშვნელოვანი მხოლოდ შინაგანია... რა შეიძლება ვუთხრათ ასეთ ადამიანებს? განა მართლები არიან?