რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ღმერთმა გაგვიხსნა სრულყოფის კარი და თუ მისი ნათლით გაბრწყინებულნი, რწმენითა და სიყვარულით აღვსილნი წარვმართავთ კაცობრიობის პროგრესს, ჩვენს მომავალს საფრთხე არ დაემუქრება.
ღმერთი, სამშობლო, მოყვასი - ეს არის ერთმანეთისაგან გამომდინარე იერარქია და უწყვეტი ჯაჭვი; თუ ღმერთის ადგილი სხვა რამემ, თუნდაც სამშობლომ, დაიკავა, ზემოთ აღნიშნული თანამიმდევრობა ირღვევა და პატრიოტიზმი უკვე ხელოვნურად გამოგონილ ღირ... იხილეთ სრულად
რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისა აძლევს აზრს ჩვენი ყოფის იმ წესს, რაც უფალმა გვასწავლა და გულისხმობს: სხვათადმი მსახურებას, თავმდაბლობას, დათმენას, თანაგრძნობას, თანადგომას, ზნეობრიობას, მშვიდობისმყოფელობას, გულის სიწმინდეს,... იხილეთ სრულად
ჯვარცმისას უფალი მიატოვეს და ძრწოდნენ ქვეყნის მთავართა და მღვდელმთავართა შიშით, აღდგომის შემდეგ განძლიერდნენ, სულთმოფენობის შემდეგ კი დიდ საიდუმლოებებს ზიარებულნი იმდენად განმტკიცდნენ, რომ მზად იყვნენ, ყველგან და ყველას წინაშე დაუ... იხილეთ სრულად
ქრისტეს სასუფეველი მიუწვდომელი რჩება მათთვის, ვისაც არა აქვს შიში და სიყვარული ღვთისა და ასევე სიყვარული მოყვასისა, რაც შედეგია ჩვენი რწმენისა და მოღვაწეობითი ძალისხმევისა.