წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
სოფელი ადამიანს იმას სთავაზობს, რაც გააჩნია, რაც თავისი არსებობის მანძილზე დააგროვა - ამპარტავნების შხამს, ავხორცობასა და სიძულვილს.
ცხოვრების თითოეულ საქმეს ისე უყურე, როგორც ნაბიჯს ზეცისკენ, ანდა - ჯოჯოხეთისკენ.
ცხოვრების მიმდინარე მოვლენები ბაზრობას ჰგავს. ვისაც ვაჭრობა შეუძლია, ის მოგებას იღებს, ხოლო ვისაც არ შეუძლია, დანაკარგს განიცდის.
ამჟამინდელი ცხოვრება სავაჭრო ადგილად ჩათვალე. თუ ვაჭრობას დაიწყებ, მოგება გექნება, რადგან მცირედის სანაცვლოდ ბევრს მიიღებ და სწრაფწარმავალისთვის - მარადიულს. ხოლო თუ ხელიდან გაუშვებ შესაძლებლობას, სხვა დრო ამისთანა გაცვლისთვის უკვ... იხილეთ სრულად
ცხოვრება ბრძოლის სარბიელია. ვაი მას, ვინც იქიდან გამარჯვებული არ გამოვა! მისი ხვედრი მარადიული დაღუპვა იქნება!
ძველი აღთქმის ერთი მართალი, რომელმაც ცხოვრებაში მრავალი მწუხარება გამოიარა, სამართლიანად ამბობდა, რომ ადამიანის ცხოვრება ომია (იობი 7, 1), ანდა ბრძოლა - ეშმაკთან და სოფელთან.
მთელი ჩვენი ცხოვრება იმისგან შედგება, რაც ჯერ კიდევ არ არის და რაც უკვე აღარ არის ანუ - სურვილებისა და იმედგაცრუებებისგან.
ტყუილად როდი ჰქონდათ თითქმის ყველა ხალხს ძველი გარდამოცემა, რომ ადამიანის მიწიერი მდგომარეობა მისი დაცემა ანდა დასჯაა; ეს გარდამოცემა გულის გრძნობაზეა დამოკიდებული. ავადმყოფობა მოგველის აქ შესვლისა და გასვლის დროს; შუალედში კი, ჯა... იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრების დასაწყისი უცოდინრობაში გადის; შუა პერიოდში იგი საზრუნავებით იტვირთება, ბოლოს კი სიბერის უძლურებით მთავრდება.