წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
დაღვარო ცრემლები ანდა შენ დაგიტირონ - აი, ჩვენი მიწიერი ხვედრი! ბუნებამ დაგვაყენა მეგობრების კუბოებს შორის, ანდა იმ კუბოსთან, რომელიც ჩვენს ჩასანთქავად არის მზად.
იმას, რომ ადამიანური ცხოვრება ტირილით არის აღსავსე, ნათლად ხედავ მაშინ, როდესაც დედის საშოდან გამოსვლისთანავე ტირიან ჩვილები და მაშინაც, როდესაც საბრალო ადამიანს სიკვდილის მერე დაიტირებენ.
ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ ცხოვრებას, იმიტომ, რომ იგი ხანმოკლე და არარაობაა მომავალ, მარადიულ ცხოვრებასთან შედარებით; იმისთვისაც, რომ მისი ეს მოკლე დინება მხოლოდ სიხარულით არაა აღსავსე, არამედ - მწუხარებებით, ზღვის ტალღების მსგ... იხილეთ სრულად
იფხიზლე, ძმაო! შენ მოკვდავი და წარმავალი ხარ: ნუ მოისურვებ, ამ მცირე დროის გამო მარადიული ცხოვრება დაკარგო.
ჩვენს ცხოვრებას ვუყუროთ ისე, როგორც არცთუ ხანგრძლივ დილას იმ დიდი დღისა, რომელსაც საღამო არა აქვს და, შესაძლოა, სულ მალე გაბრწყინდება კიდეც რომელიმე ჩვენთაგანისთვის: ან სასუფევლის ნეტარებაში, ან ჯოჯოხეთის უფსკრულში, იმისდა მიხედვი... იხილეთ სრულად
ცხოვრება ხანმოკლეა და სწრაფად გარბის, - გვასწავლის გამოცდილება; შეაყოვნე იგი სიკეთით, - გვასწავლის გონება.
უფალმა ჩვენი ცხოვრების დღეები შეამცირა, რათა ჩვენი ცოდვების რიცხვი უფრო არ გაზრდილიყო.
რაც ერთი წვეთია უსაზღვრო ნაკადულთან შედარებით, ის არის ამჟამინდელი ცხოვრება - მომავალთან შედარებით.
ვაი, სულო ჩემო! რატომ ხარობ ამ ცხოვრებით? რატომ ატარებ მის ისედაც მცირეოდენ დღეებს დაბნეულად? განა არ იცი, რომ სადაცაა მოგიხმობენ?