ყველა ჩვენგანს სჭირდება უაღრესი ყურადღება, რომ მტრისაგან არ მივიღოთ მზაკვრული სატელეფონო ზარები (უწმიდური ზრახვები) და ამით არ შევბილწოთ ტაძარი სულისა წმიდისა (იხ. 1 კორ. 6, 19), არ განგვეშოროს ღვთაებრივი მადლი და არ შთავვარდეთ ბნ...
იხილეთ სრულად
ყველა ჩვენგანს სჭირდება უაღრესი ყურადღება, რომ მტრისაგან არ მივიღოთ მზაკვრული სატელეფონო ზარები (უწმიდური ზრახვები) და ამით არ შევბილწოთ ტაძარი სულისა წმიდისა (იხ. 1 კორ. 6, 19), არ განგვეშოროს ღვთაებრივი მადლი და არ შთავვარდეთ ბნელსა შინა.
მდაბალი და კეთილი ადამიანი, რომელსაც სისუფთავე, შინაგანი და გარეგანი სიმშვიდე გააჩნია, სულიერი სიღრმის მფლობელიცაა: იგი ღრმად სწვდება ღვთაებრივ აზრებს და ცხოვრობს საღვთო საიდუმლოებებით, უდიდეს სარგებელს იღებს, მისი რწმენა კი – კიდ...
იხილეთ სრულად
მდაბალი და კეთილი ადამიანი, რომელსაც სისუფთავე, შინაგანი და გარეგანი სიმშვიდე გააჩნია, სულიერი სიღრმის მფლობელიცაა: იგი ღრმად სწვდება ღვთაებრივ აზრებს და ცხოვრობს საღვთო საიდუმლოებებით, უდიდეს სარგებელს იღებს, მისი რწმენა კი – კიდევ უფრო იმატებს.ამპარტავანი კი, არა მხოლოდ გონებადაბნელებულია, არამედ შინაგანად და გარეგანადაც მუდმივად შფოთავს. ამას გარდა იგი თავისი ეგოისტური აზრების სიმჩატის გამო ყოველთვის განსახილველი საგნების ზედაპირზე ჩერდება, რა...
ცოდვები აბინძურებენ სულს და ღვთის წინაშე საძაგელს ხდიან მას, რამეთუ თუკი თუნდაც ერთი ბოროტი ზრახვა ღვთის თვალში საძაგელი და საზიზღარია, როგორც სოლომონი ბრძანებს: უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამ...
იხილეთ სრულად
ცოდვები აბინძურებენ სულს და ღვთის წინაშე საძაგელს ხდიან მას, რამეთუ თუკი თუნდაც ერთი ბოროტი ზრახვა ღვთის თვალში საძაგელი და საზიზღარია, როგორც სოლომონი ბრძანებს: უკეთურის ზრახვები სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა სიტყვები კი საამურია" (იგავნი 15, 26); და თუ მარტოდენ აზრები, როდესაც ისინი მზაკვრულია, სულს უფლისაგან განაშორებენ ("არასწორი სიბრძნე ღმერთს განაშორებს" (სიბრძნ 1, 3), მაშ, რამდენად შორდება ღვთაებრივ სიყვარულს და მისი განუსაზღვრელი მადლ...
ორ იარაღს უნდა ფლობდეს ჭეშმარიტად ქრისტეს მოშიში და ფრთხილი მეომარი: სიფხიზლეს და კეთილ განხილვას. პირველი მიმართულია შიგნით, ხოლო მეორე -გარეთ; ერთი აკვირდება მოძრაობებს, რომლებიც უშუალოდ გულიდან გამოდიან, ხოლო მეორე წინასწარ ხვდ...
იხილეთ სრულად
ორ იარაღს უნდა ფლობდეს ჭეშმარიტად ქრისტეს მოშიში და ფრთხილი მეომარი: სიფხიზლეს და კეთილ განხილვას. პირველი მიმართულია შიგნით, ხოლო მეორე -გარეთ; ერთი აკვირდება მოძრაობებს, რომლებიც უშუალოდ გულიდან გამოდიან, ხოლო მეორე წინასწარ ხვდება იმ მოძრაობებს, რომლებიც შესაძლოა გარე ზემოქმედების შედეგად აღიძრან; პირველ შემთხვევაში ასე უნდა მოიქცე: მას შემდეგ, რაც ღვთის თანამყოფობის განცდა და მისი ხსოვნა სულიდან ყოველგვარ აზრებს გამოდევნის, დადექი გულის კარებ...
ცხოვრებისეული აზრები მოიწესრიგეთ. ისეთი განწყობა ეძიეთ, რომ სხეულით ჩვეული საქმები აკეთოთ, ხოლო სულით მუდამ უფალთან იყოთ. უზრუნველობა უფლის წყალობით გვენიჭება, რის შედეგადაც ვახერხებთ ყველაფრის დროულ მოგვარებას ისე, რომ აღარაფერი ...
იხილეთ სრულად
ცხოვრებისეული აზრები მოიწესრიგეთ. ისეთი განწყობა ეძიეთ, რომ სხეულით ჩვეული საქმები აკეთოთ, ხოლო სულით მუდამ უფალთან იყოთ. უზრუნველობა უფლის წყალობით გვენიჭება, რის შედეგადაც ვახერხებთ ყველაფრის დროულ მოგვარებას ისე, რომ აღარაფერი გვითრევს გადაჭარბებულ მზრუნველობაში და აღარ გვთანგავს. ეძიეთ, ითხოვეთ და მოგეცემათ