სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ერიდე უფრო მეტად მეგობრების შურს, ვიდრე - მტრებისას, რადგან მტერს აშკარად შურს, მეგობარს კი - ფარულად.
იმაზე უფრო საშიში მეგობარი არ არსებობს, ვიდრე ის, ვინც მეგობრად გაჩვენებს თავს.
უმჯობესია, ყალბი ოქრო მიიღო, ვიდრე ყალბი მეგობარი
ცოდვები უნდა გძულდეს და სდევნიდე მათ და არა - ცოდვილები
რატომ გძულს ადამიანი, რომელმაც გაწყენინა? მან კი არ გაწყენინა, არამედ - ეშმაკმა; ავადმყოფობა მოიძულე და არა ავადმყოფი.
ვინც ავმეხსიერია ეშმაკის მიმართ, იგი კაცთა სიავეს არ იმახსოვრებს; მაგრამ ეშმაკთან მშვიდობას ამყარებს ის, ვინც ძმის მიმართ ავმეხსიერია.
გინდა, არ დაუთმო ეშმაკს და წინააღმდეგობა გაუწიო მას?! - დაუთმე ადამიანებს და წინააღმდეგობას ნუ გაუწევ მათ, ბოროტებას ბოროტებით ნუ გადაუხდი.
ღმერთმა მცნებად მოგვცა მტრობა მხოლოდ გველთან (შესაქმე 3, 15) - კაცთმოძულე ეშმაკთან
მტრად ნურავის სცნობ ამ ქვეყანაზე, თუნდაც იგი (ქვეყანა) ერთ მეგობარსაც არ გაძლევდეს
სიკეთე სპილენძზე ჩაიწერე, წყენა კი - წყალზე