როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას დაითმენ, იფიქრე იმ სარგებელზე, რომლის მიღებაც შეგიძლია, თუ სულგრძელად გადაიტან მას, - გაიხსენე დიდება, მომზადებული მათთვის, ვინც ყოველივეს მადლიერებით ითმენს, - და უპატიობის გამო უხერხულად დ...
იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანებისაგან რაიმე უპატიობას დაითმენ, იფიქრე იმ სარგებელზე, რომლის მიღებაც შეგიძლია, თუ სულგრძელად გადაიტან მას, - გაიხსენე დიდება, მომზადებული მათთვის, ვინც ყოველივეს მადლიერებით ითმენს, - და უპატიობის გამო უხერხულად და დათრგუნულად აღარ იგრძნობ თავს.
იმდენად ბოროტი ადამიანებისა კი არ უნდა გეშინოდეს, რამდენადაც საკუთარი ბოროტი ბუნებისა, რამეთუ ისინი გაიძულებენ, ღმერთს მიმართო, და თვითონაც ვერ ხვდებიან, როგორ გაახლოებენ ღმერთთან; ჩვენი ბოროტი ბუნება კი ღმერთს განგვაშორებს და მის...
იხილეთ სრულად
იმდენად ბოროტი ადამიანებისა კი არ უნდა გეშინოდეს, რამდენადაც საკუთარი ბოროტი ბუნებისა, რამეთუ ისინი გაიძულებენ, ღმერთს მიმართო, და თვითონაც ვერ ხვდებიან, როგორ გაახლოებენ ღმერთთან; ჩვენი ბოროტი ბუნება კი ღმერთს განგვაშორებს და მის მრისხანებას მოაწევს ჩვენზე.
უნდა ილოცო მტრებისთვისაც: ისინი, უმეტეს შემთხვევაში, თვითონაც ვერ ხედავენ რას ჩადიან, მაგრამ ხომ არიან ჩვენი კეთილისმყოფელნი?! თავიანთი თავდასხმებით სათნოებებში განგვამტკიცებენ, მიწაზევე ამდაბლებენ ჩვენს სულს, ზეცაში კი სამოთხის გ...
იხილეთ სრულად
უნდა ილოცო მტრებისთვისაც: ისინი, უმეტეს შემთხვევაში, თვითონაც ვერ ხედავენ რას ჩადიან, მაგრამ ხომ არიან ჩვენი კეთილისმყოფელნი?! თავიანთი თავდასხმებით სათნოებებში განგვამტკიცებენ, მიწაზევე ამდაბლებენ ჩვენს სულს, ზეცაში კი სამოთხის გვირგვინს გვიმზადებენ.
მტრები უდიდეს კეთილისმყოფელებად უნდა მივიჩნიოთ და მათთვის უფრო მეტად უნდა ვილოცოთ, ვიდრე - ჩვენი კეთილისმყოფელებისათვის, რადგან კეთილისმყოფელი, რომელიც დროებით სიკეთეს მოგვაგებს, საკუთარ თავს მეტ სიკეთეს უკეთებს, რადგან უფლისაგან ...
იხილეთ სრულად
მტრები უდიდეს კეთილისმყოფელებად უნდა მივიჩნიოთ და მათთვის უფრო მეტად უნდა ვილოცოთ, ვიდრე - ჩვენი კეთილისმყოფელებისათვის, რადგან კეთილისმყოფელი, რომელიც დროებით სიკეთეს მოგვაგებს, საკუთარ თავს მეტ სიკეთეს უკეთებს, რადგან უფლისაგან მარადიულ საზღაურს იმზადებს; მტრები კი, შესაძლოა, საკუთარი მარადიული ცხონების დაკარგვით ჩვენი ცხონების საქმეს აღასრულებენ, რომ განწმენდენ ჩვენს ცოდვებს მათ მიერ მიყენებული მწუხარებებით და თავიანთი დევნით თითქოს ძალით გვიბ...
ნუ იტყვით, რომ დათმობა სისუსტის ნიშანია. რა უფრო მეტია - საკუთარ თავზე გამარჯვება, ღვთის წყალობის მიღება და კეთილშობილი ადამიანის სახელი, თუ ის, რომ ზოგიერთმა უგუნურმა ადამიანმა სისუსტისთვის დაგცინოს? არა, ამ შემთხვევაში ძალგვიძს,...
იხილეთ სრულად
ნუ იტყვით, რომ დათმობა სისუსტის ნიშანია. რა უფრო მეტია - საკუთარ თავზე გამარჯვება, ღვთის წყალობის მიღება და კეთილშობილი ადამიანის სახელი, თუ ის, რომ ზოგიერთმა უგუნურმა ადამიანმა სისუსტისთვის დაგცინოს? არა, ამ შემთხვევაში ძალგვიძს, წარმოვაჩინოთ ჩვენი ქრისტიანული განათლების ზეობა, შეგვიძლია ჩვენი სათნოების გამოცდა.