ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები
ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები ღვაწლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რა სათნოებაა იმაში, რომ სიხარულით მიიღო სასიამოვნო რამ? მაგრამ სამწუხაროს მიღება სულგრძელად, ღვთის ნებისადმი მინდობით, - აი, ღვაწლი, აი, სათნოება, აი, ჯილდოს წინდი!
დაუთესავ და დაუმუშავებელ მიწაზე ბალახი ამოდის (უსარგებლო და გამოუყენებელი); ასევეა სულიც, რომელიც კეთილი საქმეებისთვის არ იღვწის, თავისი ბუნებით კი გამუდმებით მიისწრაფვის მოღვაწეობისკენ, აუცილებლად მიიდრიკება ცუდი საქმეებისკენ.
ბუნებაში ყველა, მცირიდან დიდამდე, განუწყვეტელ მოღვაწეობაშია: უსულო ქმნილებანი (მზე, მთვარე, დედამიწა), ცხოველები, ანგელოზები - ნუთუ მხოლოდ ადამიანია გამონაკლისი ამ კანონიდან?
თუ ცხოვრება მოღვაწეობაა, მაშინ, საპირისპირო - უსაქმურობა ცხოვრება არ არის, უკიდურეს შემთხვევაში, გონიერი და ზნეობრივი არსების ცხოვრება არ არის.
საერთოდ, ღმერთი გვირგვინით ამკობს მოღვაწეებს მათი განწყობის და არა ღვაწლის აღსასრულის მიხედვით.
ქრისტე ჩვენი ძალას აძლევს მათ, ვინც კეთილი ღვაწლით მოღვაწეობს. ამ ღვაწლს აღასრულებდა ყველა წმიდანი იმისათვის, რომ ხორცი სულისთვის დაემორჩილებინა. ჭრილობებიც რომ შევიძინოთ, თავშეკავება არ უნდა დავკარგოთ, არამედ შეწევნა ვთხოვოთ ღმერ... იხილეთ სრულად
იმისათვის, რათა მოღვაწემ დაიცვას სულიერი და ხორციელი უმანკოება, წმინდა აზრებს მეტი სულიერი ძალა აქვს, ვიდრე სხვარიგ მოღვაწეობას - მარხვას, მღვიძარებას და ა.შ.
ყველა ზრუნვათაგან ზრუნვა სულზე - უმნიშვნელოვანესია, ყველა გარჯათაგან, რომელსაც კი ადამიანი მიწაზე ეწევა, გარჯა სულისათვის ყველაზე გონივრულია.
სულიერი ცხოვრების დაწყება ნიშნავს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადო შენზე გაბატონებულ ვნებებს. რამდენადაც გათავისუფლდები მათგან, იმდენად განეშორები ამა სოფელს და დამკვიდრდები უხილავ მონასტერში. ნუ გგონია, რომ ამის მიღწევა უცბად შეიძლებ... იხილეთ სრულად
სულიერი ცხოვრების დამწყები თავიდან მოშურნეობს, მაგრამ მსწრაფლ მოუძლურდება. ის ვერ საზღვრავს, თავიდან ზედმეტად ირჯება, შემდეგ კი მოუკლებს ღვაწლს. გადაჭარბებული მოშურნეობაც და მოდუნებაც დამღუპველია, რომც არ მოაკლოს გარჯა, იგი მაინც ... იხილეთ სრულად