ძალიან ხშირად ცოდნას და რწმენას უპირისპირებდნენ ერთმანეთს, რაც მეტად უარყოფითად მოქმედებდა როგორც რწმენაზე, ისე მეცნიერებაზე. ცოდნა და რწმენა თვითმიზანი კი არ არის, არამედ გზაა ჭეშმარიტებისა და ღვთისაკენ მიმავალი. ყოველთვის უნდა გ...
იხილეთ სრულად
ძალიან ხშირად ცოდნას და რწმენას უპირისპირებდნენ ერთმანეთს, რაც მეტად უარყოფითად მოქმედებდა როგორც რწმენაზე, ისე მეცნიერებაზე. ცოდნა და რწმენა თვითმიზანი კი არ არის, არამედ გზაა ჭეშმარიტებისა და ღვთისაკენ მიმავალი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დიდი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, მაქსიმე აღმსარებელის სიტყვები: "ცოდნა, ღვთის შიშისაგან აულაგმავი, შობს ქედმაღლობას".
უნდა შევძლოთ, სიკეთის მარცვალი დავინახოთ ყოველ გზააცდენილში, ბოროტმოქმედსა და მკვლელში. ამასთან, აუცილებელია მათში არა მარტო ამ მაცოცხლებელი ნაპერწკლის აღმოჩენა, არამედ მისი გაღვივებისა და აღორძინებისათვის გზების ძიება.
მოვლენების რეალური შეფასების, ზნეობის და მორალური კრიტერიუმების კატასტროფული დაცემის მიუხედავად, უნდა შევძლოთ ადამიანში ღვთის ხატების დანახვა, ადამიანურ გადახრათა ამპლიტუდის შეცნობა, რათა ვაღიაროთ ჯოჯოხეთამდე დაცემული სულის ცამდე ...
იხილეთ სრულად
მოვლენების რეალური შეფასების, ზნეობის და მორალური კრიტერიუმების კატასტროფული დაცემის მიუხედავად, უნდა შევძლოთ ადამიანში ღვთის ხატების დანახვა, ადამიანურ გადახრათა ამპლიტუდის შეცნობა, რათა ვაღიაროთ ჯოჯოხეთამდე დაცემული სულის ცამდე ამაღლების რეალურობა.