წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული.
უდაბნოში განმარტოებული არ უნდა ნანობდეს სოფელზე, რომელიც მან დატოვა; ერში ცხონებისთვის მოწოდებული კი არ უნდა ამბობდეს, რომ აქ ცხონება შეუძლებელია.
ძალიან დიდი პატივი იქნება სოფლისთვის, თუ მას შენი კეთილგანწყობის რაღაც ნაწილს მაინც დაუთმობ.
სამყარო არ არის ის წინამძღოლი, რომელსაც უნდა გავყვეთ, არამედ მტერია, რომელზეც ღვთის შვილებმა უნდა გაიმარჯვონ: "ყოველი, რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა (1 იოანე 5, 4).
სამყაროს საცდურები თავისთავად კი არ არიან ძლიერნი, არამედ ჩვენი ნებაყოფლობითი სისუსტით.
როდესაც ადამიანი სოფლის მიმართ თანაგრძნობას დაკარგავს, მაშინ სამყაროც კარგავს მასზე გავლენას.
მზაკვარო სოფელო, გძულვარ? დაე, ასე იყოს! მაგრამ თუ შენი რისხვა მხოლოდ ჩემი ღვთის წინაშე გამართლებისთვის დავიმსახურე, მაშინ დამამარცხე, მდევნე და შეურაცხმყავი, რამდენიც გსურს! მზად ვარ, ვევნო უფალ იესოსთან ერთად, ამაშია ჩემი ნეტარე... იხილეთ სრულად
დაე, მთელმა სამყარომ შემიძულოს და რაც უნდა, ის მიყოს, ოღონდ ღმერთს ვუყვარდე და თავის წყალობას არ მაკლებდეს.