აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
დედა სარას ოცდაათი წლის განმავლობაში ებრძოდა მრუშობის ზრახვები და არასოდეს უთხოვია, რომ ეს ბრძოლა შეწყვეტილიყო, არამედ ღმერთს მხოლოდ იმას ევედრებოდა, რომ ამ ბრძოლის გასაძლებად გამძლეობა და მოთმინება ებოძებინა.
სასოწარკვეთილება არ უნდა დაგეუფლოს იმ ბრძოლის გამო, რომელსაც ზრახვები აღძრავენ. თუ მათ მოშურნედ ვეწინააღმდეგებით, ეს ბრძოლა უნათლეს გვირგვინებს გვიმზადებს.
რასაკვირველია, არ შეგიძლია, წინ აღუდგე ჩიტის ფრენას, მაგრამ ის მაინც შეგიძლია, ხელი შეუძალო მას, ამა თუ იმ ადგილას ბუდის გაკეთებაში.
"ამაო სიტყვებიც და აზრებიც კი აკრძალულია!.. - ეს უკვე ძალიან მძიმეა". - ამბობენ ქარაფშუტები; "ზედმეტად მკაცრია!" - ფიქრობენ უგუნურნი; ზოგნი ამბობენ: "ამაო სიტყვები საზიანო არ არის და მით უმეტეს - ამაო აზრები". დიახ, პატარა მწერები... იხილეთ სრულად
განსაცდელის გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია: იგი აზრს აღამაღლებს, ცნობიერებას წმენდს, და ზნეობას ასწორებს.
ნუ იფიქრებთ, ნუ ილაპარაკებთ და ნუ გააკეთებთ ნურაფერს, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ თქვენი აზრი, სიტყვა და საქმე ღვთის სიტყვის თანხვდომილი იქნება.
აზრს არასოდეს სწრაფად არ უნდა მიაყოლო საქმე, რაც არ უნდა კეთილად გეჩვენებოდეს იგი, არამედ დროში უნდა გამოსცადო