წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
არის გაკიცხვა, რომლის დამსახურებაც უფრო სასიამოვნოა, ვიდრე - ზოგიერთი ქებისა. ასეთია სწორედ გაკიცხვა სამყაროსაგან მისი საქმეებისა და ჩვეულებებისაგან ჩამორჩენისა და ქრისტესთვის სრული მიმდევრობის გამო.
ავისმეტყველებისა და ცილისწამების ქარიშხალში (რომლითაც ბოროტი სამყარო თითქმის ყოველთვის უმასპინძლდება მათ, ვინც არ უყვარს), ისევე მშვიდად უნდა განაგრძო სვლა, როგორც მზე და მთვარე დაცურავენ ცაზე, როდესაც მიწიდან მათ ძაღლები უყეფენ.
ღვთისმოსავ სულს ამქვეყნად არა აქვს ნამდვილი სახლი და მამული, ყველგან დევნა და გადასახლებაა.
სამყაროს ყოველმხრივი სიყვარული და პატივისცემა უნდა გამოეხატა ღვთისმოსავი ადამიანების მიმართ, რადგან მათ გამო ღმერთი მიწაზე ბოროტის დღეებს შეამცირებს, ხან მადლს გარდამოავლენს მიწაზე, რომელსაც იგი სხვა შემთხვევაში ვერ მიიღებდა (მათე... იხილეთ სრულად
რას იტყვიან ჩემზე საზოგადოებაში? - ამბობ შენ. ნუთუ არ ფიქრობ იმაზე, რას იტყვიან შემზე ღვთის მართალნი, რომლებსაც მთელი სამყაროს განსჯის აქვთ (1 კორ. 6, 2). "იხილონ მართალთა და შეეშინოს და მას ზედა იცინოდიან და თქუან: აჰა, ესერა კაც... იხილეთ სრულად
თუ სახალხო სირცხვილზე იფიქრებ, რომელიც ღვთის წინაშე ცოდვილებს მოეწევათ, დროებით სირცხვილს აღარაფრად მიიჩნევ.
არიან ადამიანები, რომლებსაც კარგად ესმით სამყაროს მრავალ კანონისა და ჩვეულების უთანხმოება ქრისტიანულ სულთან, მაგრამ რცხვენიათ საზოგადოების წინააღმდეგ წასვლა, რცხვენიათ ღვთისმოსაობა, მაგალითად სხვისი თანდასწრებით პირჯვრის გადაწერის... იხილეთ სრულად