სინდისი - ციტატები, გამონათქვამები
სინდისი - ციტატები, გამონათქვამები სინდისი, გამონათქვამები, ციტატები
ადრე, ცოდვით დაცემამდე, სულს ემორჩილებოდა სამშვინველიც და სხეულიც. ცოდვით დაცემის შემდეგ სულთან კავშირი დაზიანდა და სამშვინველი დაემორჩილა სხეულს. სხეულს რასაც უნდა იმას აკეთებინებს, სამშვინველი გადააადგილებს სხეულს, სული კი აგონი... იხილეთ სრულად
69. ყოველ ჩვენგანში რაც დაფარულია, იცის ღმერთმა და სინდისმა. ამიტომ, სწორედ ამათგან მივიღოთ გამოსწორება.
68. როდესაც კურნებას ეძიებ, გულისყური მიაპყარი შენს სინდისს, გააკეთე ის, რასაც გეტყვის და სარგებლობას ჰპოვებ.
33. რაჟამს სინდისი გვაიძულებს, რომ წარვემატოთ ღვთის ყველა მცნებაში, მაშინ შევიცნობთ, რომ უბიწოა რჯული უფლისა (ფს. 18.8), რაც თუმცა ჩვენეულ კეთილთა შორისაც მოიღვაწება, მაგრამ ღვთის წყალობათა გარეშე ადამიანთა შორის სრულქმნა არ ძალუძ... იხილეთ სრულად
ადამიანის მიწიერ ცხოვრებას ცოდვა ჯოჯოხეთის სატანჯველად აქცევს. მაგრამ სულიერმა ბრძოლამ ცხოვრება შესაძლოა სამოთხედაც გარდაქმნას. თუ ადამიანს "ცოდვის წყვდიადიდან გამოსვლა" სურს, ყურადღებით უნდა გამოიკვლიოს საკუთარი სინდისი, - ეს ღვთ... იხილეთ სრულად
3. საყვარელნო, დავდგეთ ღვთის შიშით, დავიცვათ და შევინარჩუნოთ სათნოებათა საქმე, ნუ დავაბრკოლებთ ჩვენს სინდისს, არამედ ვილოცოთ ჩვენთვის ღვთის შიშით, ვიდრე სინდისი არ გაათავისუფლებს თავის თავს ჩვენთან ერთად, რომ მოხდეს შეერთება ჩვენს... იხილეთ სრულად
სინდისი არის ჩვენთვის ღვთისაგან მცველი ანგელოზის მიერ ბოროტების მამხილებლად მოცემული, რომელსაც ჩვენში ნათლისღება აძლიერებს და რამდენადაც განიწმინდება იგი, მით მეტი მხილების უნარს იძენს, ხოლო, რაც უფრო დაითრგუნება, მით სუსტდება, ამ... იხილეთ სრულად
ადამიანები, რომლებიც გულგრილად ეკიდებიან სულის ცხონების საქმეს, საკუთარ თავში სინდისის ხმის ჩახშობას, ჩვეულებრივ, ღმერთის მოწყალების იმედით ცდილობენ და თავს ასე ანუგეშებენ: "არა უშავს, ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი გაივლისო", და ცოდვ... იხილეთ სრულად
სათნოებათა დასაბამი არის შიში ღმრთისა. გეშინოდეს ღმრთისა, გწყუროდეს ღმერთი და ყველას ისე მოექეცი, როგორც სუფთა სინდისი გიკარნახებს
ვინც ღვთის შიში მოიხვეჭა, ის სიცრუეს განერიდა, რადგან მოუსყიდველი მსაჯული - სინდისი ახლდა თან