აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები
აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები - ციტატები, გამონათქვამები აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები
"რამეთუ ზრახვაი იგი ხორცთაი სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაი იგი სულისაი ცხოვრება არს და მშვიდობა" (რომ.8,6)ვინ იქნება, არ დაეთანხმოს მოციქულის ამ სიტყვებს? ხორცის ამაოდბრძნობა ნამდვილი სიკვდილია. მოდი, დაგვენახე, შურიანო, ვერცხლისა და გ... იხილეთ სრულად
თავისი სულიერი ცხოვრების დასაწყისში მოღვაწე სულიერი საკითხავების, უწყვეტი ლოცვის და მოშურნე მოღვაწეობის წყალობით განდევნის ბოროტ აზრებს. ამის შემდეგ მას ეწვევა მხოლოდ წმინდა აზრები. მოგვიანებით ისინიც ტოვებენ, ასე რომ, ადამიანი ერ... იხილეთ სრულად
როგორც თითოეულ ხილულ საგანს ღმერთმა საკუთარი ბუნება განუჩინა, ასევე ადამიანის ზრახვასაც, გვსურს თუ არა ეს ჩვენ.
თანდათანობით მზარდ ძალას, რომელიც იპყრობს ჩვენს სულს ავი ზრახვებით, წმიდა მამები ასე გამოხატავენ: 1. თავდაპირველად ჩნდება ე.წ. მანქანა. ამას უწოდებენ ყველა უბრალო ზრახვას, ან უბრალოდ რომელიმე საგნის წარმოდგენას, ან რომელიმე ... იხილეთ სრულად
ზრახვების უთანასწორობა ჩვენში განსაკუთრებულ ცვლილებებს იწვევს, რამეთუ ღმერთმა თანაზომიერად გაყო უნებური ნებაყოფლობითისგან.
განა შეუძლია ზღვაში კუნძულს შეაჩეროს ტალღები, რომლებიც მას ურტყამენ? ამის მიუხედავად, კუნძული ტალღებს ეწინააღმდეგება. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია ზრახვების შეჩერება, მაგრამ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მაინც ძალგვიძს.