ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები
ღვაწლი - ციტატები, გამონათქვამები ღვაწლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
არ არსებობს არანაირი მძიმე საქმე, რომელიც ღვთის ჯილდოს მოლოდინში მსუბუქად არ მოგეჩვენოს.
ამჟამინდელი მწუხარება მომავალ მადლთან შეადარე და დაუდევრობა არასოდეს შეასუსტებს შენს ღვაწლს
რაოდენ ძლიერ იღწვიან მიწიერი სიკეთის მოსაპოვებლად! და განა მასზე მეტად არ უნდა ვიღვაწოთ ზეციური ჯილდოსათვის?
ვაი რომ, მოღვაწენი და ძლიერნი მხოლოდ ჩვენი დაღუპვისთვის ვართ, ვიდრე იმისათვის, რაც ჩვენი ცხონებისათვის იქნებოდა საჭირო.
ვინც ღვთისმოსაობის ღვაწლს სასაცილოდ მიიჩნევს, ჰგავს იმ ადამიანს, რომელიც მდინარის დინების მიმართულებით მიცურავს და ამიტომ დინების მიერ ყოველგვარი პირადი ძალისხმევის გარეშე წაღებული დასცინის მათ, ვისაც სურთ, მდინარის დინების საწინა... იხილეთ სრულად
ღვინოს ან ცვილს მხოლოდ წნევის საშუალებით გამოაცალკევებენ; სწორედ ასევე, კეთილ საქმეებს სხვაგვარად ვერ აღასრულებ, თუ არა - გაძლიერებული შრომითა და ღვაწლით.
თუ ცოდვას არ ჩავიდენთ და ღვთის წინაშე გულმოდგინედ არ ვიღვაწებთ, ჰაერში ატაცებული ნახერხივით ვიტრიალებთ ზეცასა და მიწას შორის. ვერც ზეცისაკენ ავმაღლდებით და ვერც მიწაზე ვიდგებით მყარად.