წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები
წუთისოფელი - ციტატები, გამონათქვამები წუთისოფელი, გამონათქვამები, ციტატები
სოფელს სჩვევია ჭეშმარიტების გზიდან ჩვენი აცდენა, მაგრამ მიზანთან იგი არასოდეს მიგვიყვანს; მას ძალუძს წყურვილის გაღვიძება, მაგრამ სულის დარწყულება არ შეუძლია; ყველაფერს გვპირდება, მაგრამ ბოლოს, უმეტესწილად, ყველაფერს თვითონვე გვართ... იხილეთ სრულად
ხეზე მრავალი ყვავილია, მაგრამ ბევრ ნაყოფს გამოიღებენ ისინი? ასევეა სოფელიც - ბევრ რამეს გვპირდება, მაგრამ ცოტას გვაძლევს.
ამჟამინდელი, დაცემული სოფელი ჰგავს ძალზე მდიდარ, უზადო გემოვნებით გაკეთებულ, მაგრამ გაუმართავ საათს. მასში ყველაფერია, რაც ადრე იყო და რაც უნდა იყოს, მაგრამ მასში არ არის ჰარმონიულობა და მარადიულობა. ამიტომ ვინც მოინდომებდა, ამ სა... იხილეთ სრულად
ეს სოფელი ჰგავს ბრწყინვალედ მორთულ ხომალდს, რომლის ცქერაც სასიამოვნოა, მაგრამ მასზე მგზავრობა - სახიფათო.
ადამიანის სული ამ სოფელში ძალიან ჰგავს ხომალდს, რომელიც ტალღების საპირისპირო მიმართულებით მიცურავს; ერთ ადგილზე გაჩერება დაუშვებელია და თუ იგი არ გამოიყენებს ძალისხმევას წინ წასასვლელად, სიღრმეში შთაინთქმება.
ეს წუთისოფელი ცოდოს და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი, ზოგი ცოდოს იკიდებს ზუგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულისავით სუბუქია.
ამის მიუხედავად, ამსოფლიური ყოფა ისეთი ბანგი და სატყუარაა, რომელიც ნამდვილ სიცოცხლეს, ცათა სასუფეველს სტაცებს ადამიანს და სანაცვლოდ ტკბილ შხამს ან უკეთეს შემთხვევაში, სუროგატს აჩეჩებს... რამდენად მოქმედებს მარადისობის ხსოვნა პიროვ... იხილეთ სრულად