რწმენა - ციტატები, გამონათქვამები
რწმენა - ციტატები, გამონათქვამები რწმენა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სადაც სიბნელეა, იქ სინათლე ვერ იქნება, სადაც ჭუჭყი ბუდობს, იქ სისუფთავეზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომაც ჭეშმარიტი რწმენა ვერ იარსებებს უზნეობისა და ცოდვის გარემოში.
ჭეშმარიტი რწმენის მოპოვებისათვის კი აუცილებელი პირობაა საკუთარ თავში ჩაღრმავება. სულის, გულისა და გონების განწმედა, წმინდა წერილისა და საღვთისმეტყველო ლიტერატურის კითხვა და დახმარებისთვის უფლის წინაშე ლოცვა.
ჩვენმა ხალხმა არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს განწყობა სასიქადულო პოეტმა, აკაკი წერეთელმა ძალიან მოკლედ, მაგრამ მრავლისმთქმელად ამ სიტყვებით გადმოსცა: "სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი". შინაგანი როგ... იხილეთ სრულად
ზოგჯერ ამბობენ: მეცნიერება და რწმენა ერთმანეთს ეწინააღმდეგებაო. არ არის სწორი. განა შეიძლება ისინი დაუპირისპირდნენ ურთიერთს, როდესაც ჩვენი ყოფის სულ სხავადასხვა სფეროებს მოიცავენ: რწმენა - სულიერს, მეცნიერება - მატერიალურს? ისინი ... იხილეთ სრულად
თავისი ფუნქციის სწორად შეფასებას და შესრულებას ინტელიგენცია შეძლებს მხოლოდ მაშინ, თუ თავის ცოდნას რწმენას დაუკავშირებს. ოდენ ამ შემთხვევაში მიაღწევს ის დიდ და სასურველ შედეგებს.
სიბრძნე თავისით არ მოდის. იგი წყალობაა ღვთისა, რომელიც ეძლევა ღვთის მორწმუნე და მოშიშ ადამიანს.
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, - ვკითხულობთ წმიდა წერილში, - დაე, სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უშურველად მიაგებს მას, და მიეცემა, მაგრამ, დაე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ვინაიდან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს,... იხილეთ სრულად
დიდი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს იმის მიმართ, თუ რას ვამბობთ, ან ვაკეთებთ. ყოველი ჩვენი სიტყვა და მოქმედება ჩვენი მაცხოვნებელი უნდა იყოს და ამავე დროს, სამყაროს წინაშე ჩვენს რწმენას ღვთისა, - რწმენას მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვ... იხილეთ სრულად